უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

21 თებერვალი, 2017 13:00
font-size

დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობას საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის საქართველოს ეროვნულ ბანკში დაბრუნების კანონპროექტი წარუდგინა

საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გადაცემის შესახებ კანონპროექტთა პაკეტი წარადგინა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

„ბოლო პერიოდში მომხდარი ცვლილებების შედეგად ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა დაბრუნებულიყო ეროვნულ ბანკში. აქედან გამომდინარე, ჩვენ აღარ დაველოდეთ საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას ამ საკითხზე და საქართველოს პარლამენტს პირვანდელი სახით წარვუდგენთ იმ კანონპროექტებს, რომელიც ეხება საფინანსო სექტორის ზედამხედველობას,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს 17 კანონში ცვლილების შეტანას და იმ სტატუს-კვოს აღდგენას, რომელიც 2015 წლამდე არსებობდა, როდესაც საფინანსო სექტორის ზედამხედველობა ეროვნული ბანკის ერთერთ ფუნქციას წარმოადგენდა. მოგვიანებით მიღებული კანონით აღნიშნული ფუნქცია დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გადაეცა, თუმცა საკანონმდებლო ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა.

პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე, შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე მოლაპარაკებებს. „ჩვენ ამჟამად ძალიან აქტიურ პროცესში ვართ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებში. მათთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია და დადებითი მოვლენაა აღნიშნული გადაწყვეტილება,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი