უკან

პოლიტიკა

6 მაისი, 2017 17:35
font-size

დიმიტრი ქუმსიშვილმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები გააცნო

საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) აღმასრულებელმა დირექტორმა, რემი რაიოქსმა (Rémy Rioux) შეხვედრაზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 50-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები გააცნო.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. როგორც ცნობილია, ახლახან, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ თბილისში გახსნა წარმომადგენლობითი ოფისი. ამ ეტაპზე AFD-სთან მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოსთვის რესურსის გამოყოფის თაობაზე ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამისა და წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა/რეაბილიტაციის მიმართულებით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განსაკუთრებით პერსპექტიულია პარტნიორობა ტურიზმის, კურორტების განვითარების მიმართულებით.

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა.

თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა

18 ივლისი, 2019 , 11:15

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს უმასპინძლა. მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიული ასპექტები და თანამშრომლობის განვითარე

მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია - ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი, 2019 , 15:45

მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. ბიძინა ი

თეა წულუკიანმა ერაყის დელეგაცია მიიღო

17 ივლისი, 2019 , 12:15

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ნიზარ ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალას შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაიმართა და მას მინისტრის მოადგი

„ღრმა პოლიტიკურ კრიზისს, მძიმე ეკონომიკური კრიზისის საფრთხე ემატება“ - გიორგი ვაშაძემ ხუთპუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

16 ივლისი, 2019 , 15:30

"ახალი საქართველოს" ლიდერმა, მძაფრი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის 5 პუნქტიან გეგმა წარადგინა. გიორგი ვაშაძემ იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც საქართველო დაძლევს ეკონომიკურ კრიზ

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი

16 ივლისი, 2019 , 15:10

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი. საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, დადგენილებით მიიღებს. რ

ვფიქრობ, რომ პროტესტი სპონტანური იყო - იმ მომენტამდე, სანამ ის პოლიტიზირებული გახდებოდა - სალომე ზურაბიშვილი

13 ივლისი, 2019 , 13:18

საქართველომ საბოლოოდ და ოფიციალურად უარი თქვა ძალის გამოყენებაზე - და ამაში ჩანს ჩვენი რეალისტური მიდგომა ვითარებისადმი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს