უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

23 მაისი, 2017 13:25
font-size

დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის მინისტრთან ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის მინისტრს ბიულენთ თუფენქჩის შეხვდა. შეხვედრა თურქეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომლის დროსაც ქვეყნებს შორის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს სხდომა ჩატარდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობაზე საბაჟო და ორმხრივი ვაჭრობის სფეროებში. აღინიშნა, რომ თანამშრომლობის ხარისხი ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით არის სანიმუშო და ორიენტირებულია შემდგომი დინამიური განვითარებისკენ. ითქვა, რომ ყოველი კონკრეტული პროექტი მიმართულია საქართველოს და თურქეთის გავლით სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდისკენ.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო და თურქეთი, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის უნიკალურობის შედეგად, ბუნებრივი მოკავშირეები არიან ტრანზიტული მარშრუტების განვითარებისკენ მიმართულ ნებისმიერი პროექტის იმპლემენტაციისას. მისი თქმით, საქართველო სრულ მხარდაჭერას უცხადებს ინიციატივას აბრემუშის უძველესი გზის აღდგენასთან დაკავშირებით.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სატრანსპორტო დერეფნის ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება, რაც სატრანზიტო პოტენციალს საგრძნობლად გაზრდის.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სატრანსპორტო პროექტებზე, რომლებიც გაზრდიან არა მხოლოდ საქართველოსა და თურქეთის, არამედ რეგიონის სარტრანზიტო შესაძლებლობებს. ერთ-ერთ ასეთ პროექტად დასახელდა ბაქო-თბილისი-ყარსის როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რკინიგზა, რომლის მშენებლობაც დასასრულს უახლოვდება. ასევე დასრულდება სარფის გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია თურქეთის მხარეს და დაგეგმილია ვალეს გამშვები პუნქტის განახლება.

აღინიშნა, რომ საქართველოში მოქმედებს წარმატებული პრაქტიკა საბაჟოსა და რკინიგზას შორის ინფორმაციის ელექტრონულ რეჟიმში გაცვლის თაობაზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული პრაქტიკის რეგიონალურ დონეზე გაფართოებას შეეწყოს ხელი.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საბაჟო ადმინისტრაციების ჩართულობით ერთობლივი შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობებაზე, რომლის დროსაც განხილული იქნება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ორი ქვეყნის თანამედროვე ურთიერთობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამ მიზნით, დაისვა წინადადება, რომ ქვეყნებს შორის არსებული საბაჟო-გამშვებ პუნქტებს დაემატოს დამატებითი სერვისები, მათ შორის, კარწახის გამშვებ პუნქტზე - ფიტოსატინარიული შემოწმების მიმართულებით.

გარდა ამისა, მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის პროგრამის ფარგლებში. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურსა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების პროგრამის სამოქმედო გეგმის მიხედვით მუშაობის გააქტიურება, რომლის შედეგად ორივე ქვეყნის შესაბამისი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გაუმარტივდებათ ორმხრივი ვაჭრობის პროცედურები და შემცირდება საბაჟო კონტროლის პროცედურები და ისინი ისარგებლებენ გამარტივებული საბაჟო პროცედურებით.

შეხვედრაზე ასევე დადებითად შეფასდა საქართველოსა და თურქეთის საბაჟო სამსახურების თანამშრომლობა კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. აღინიშნა, რომ ამ მხრივ მიმდინარეობს აქტიური კოოპერაცია ზრდის ქვეყნებს შორის ეკონომიკური საზღვრების დაცულობის ხარისხის.

შეხვედრის დასასრულს, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის მინისტრი მოიწვია საქართველოში 7 - 9 ივნისს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენცია - გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებაში ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვებიან

8 აპრილი, 2020 , 18:36

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახა

ეროვნული ბანკმა ანგარიშვალდებული კომპანიებისთვის 2019 წლის ანგარიშის წარდგენის ვადა გაახანგრძლივა

8 აპრილი, 2020 , 17:05

COVID-19 ვირუსის გავრცელების შედეგად ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ანგარიშვალდებული კომპანიებისთვის 2019 წლის წლიური ანგარიშის წარდგენის ვადა 45 დღით გახანგრძლივდება. შესაბამისად, აღნიშნული სუბიექტები აუდ

კომპანიების საქმიანობის გაგრძელებისთვის საჭირო გადამოწმების პროცესი გეგმაზომიერად, წარმატებით მიმდინარეობს - ნათია თურნავა

8 აპრილი, 2020 , 15:50

„გეგმაზომიერად და ძალიან წარმატებით მიმდინარეობს ბიზნესის ახალ წესებთან ადაპტაციის პროცესი - 6 და 7 აპრილის განმავლობაში ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს უწყებების გაერთიანებული ძალებით მთელი საქართველოს მასშტა

ჩვენ დავეხმარებით და გვერდში დავუდგებთ არა რომელიმე კომპანიას, არამედ ადგილობრივი წარმოების განვითარებას - ნათია თურნავა

8 აპრილი, 2020 , 15:50

მთავრობამ გადაწყვიტა, დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს არა მაინცდამაინც რომელიმე კონკრეტულ კომპანიას, არამედ შაქრის ადგილობრივ წარმოებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის

ირაკლი ჩიქოვანი დამატებითი რეგიონების საკარანტინო ზონად შესაძლო გამოცხადებაზე - ყველა გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ ვითარებას, რაც იარსებებს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში

8 აპრილი, 2020 , 15:50

ყველა გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ რეალობას და იმ ვითარებას, რაც იარსებებს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, კითხვაზე, განიხილავს თუ არა საბჭო

მკაცრად გაკონტროლდება ყველა საწარმო, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მუშაობის უფლება აქვს მიღებული - ირაკლი ჩიქოვანი

8 აპრილი, 2020 , 14:30

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლისა და პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით მიმდინარეობს იმ საწარმოების შემოწმება, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ფუნქციონირების უფლება აქვთ მიღებული. ამის შესახებ ირა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`