უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

16 თებერვალი, 2017 12:50
font-size

დიმიტრი საძაგლიშვილი ნიკა გვარამიას დაკავებას არ გამორიცხავს

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მონაწილეობით შემდგარი შეხვედრის ფარული აუდიო ჩანაწერის სრული ვერსია განადგურებულია, თუმცა სანამ მისი განადგურება მოხდებოდა, ჩანაწერის მოპოვება უკანონოდ მოხდა.

ადვოკატის ინფორმაციით, მას მოსმენილი აქვს ჩანაწერის სრული ვერსია და აქედან გამომდინარე, აქვს ინფორმაცია, რომ გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც შს სამინისტრომ დაადასტურა, მონტაჟია და მასში არაა ასახული ყველა ის დეტალი, რასაც რეალურად ადგილი ჰქონდა შეხვედრისას.

”ჩანაწერის სრული ვერსია ბუნებაში აღარ არსებობს. როდესაც მოხდა მისი ჩაწერა. მე როგორც ”რუსთავი 2”-ის ადვოკატს, მომასმენინა ნიკა გვარამიამ, ვინაიდან შეიძლება გამოგვეყენებინა მტკიცებულებად, თუმცა მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ შინაარსი, მივიჩნიეთ რომ მტკიცებულებად არ გამოგვადგებოდა, არაფერში გვჭირდებოდა და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება გაგვენადგურებინა. უბრალოდ, ვიდრე განადგურდებოდა, უკანონოდ მოხდა ან ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა და მოპარვა ამ ჩანაწერის, ან სხვა ფორმით განხორციელდა ამ ჩანაწერის მოპარვა და შემდეგ აღმოჩნდა იუთუბზე”, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდება თუ არა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადვოკატი ნიკა გვარამიას დაკავებას, საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ ის არაფერს გამორიცხავს.

”აშკარაა, ხელისუფლება მზადაა გადადგას ნებისმიერი უკანონო ნაბიჯი, ”რუსთავი 2”-ის ხელში ჩასაგდებად და ერთ-ერთი ასეთი უკანონო ნაბიჯი შეიძლება იყოს ნიკა გვარამიას დაკავება”, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

ესენი არცერთი არ არიან პოლიტპატიმრები, არიან დამნაშავეები და არიან ძალიან სასტიკი დამნაშავეები - სალომე ზურაბიშვილი

15 ივლისი, 2020 , 14:55

არც ერთი არ არის პოლიტპატიმარი, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა მის მიერ შეწყალებულ ოპოზიციონერებზე - გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილზე ჟურნალისტების შეკითხვას. “რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავიმეო

ნატო ჩხეიძე: საკუთარი მმართველობის შენარჩუნებისათვის ზრუნვას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვად ასაღებენ

14 ივლისი, 2020 , 18:44

პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" თავმჯდომარე, პარლამენტარი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება კანონპროექტს, რომლის მიხედვით ხანგრძლივდება იმ არაკონსტიტუციური კანონის მოქმედების ვადა, რომელიც საგანგებო მდგომ

ტელევიზიებში კი არა, სამინისტროებშია დროებითი მმართველები შესაყვანი - დავით ჭიჭინაძე

10 ივლისი, 2020 , 12:15

ბარემ ჩაგვსვან კოლბაში და გვაცხოვრონ იმ ვირტუალურ სამყაროში, როგორიც თავად წარმოუდგენიათ. ტელევიზიებში კი არა, სამინისტროებშია დროებითი მმართველები შესაყვანი!- ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერ

გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე - სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, არის კატეგორიულად მიუღებელი

10 ივლისი, 2020 , 12:15

ის, რაც ხდება - სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ამორალურია ეს ყველაფერი, ყველანაირი ფასეულობის მიღმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შ

სალომე ზურაბიშვილი თორნიკე შენგელიაზე: ჩემთვის სამწუხაროა და როგორც პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით

9 ივლისი, 2020 , 17:09

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კალათბურთის ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლას ეხმაურება. ,,ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართ

პრემიერები იცვლებიან, პროკურორები მიდიან და ბრუნდებიან, მაგრამ დანაშაულის გამოძიება ყოველთვის იბლოკება - დავით ჭიჭინაძე

9 ივლისი, 2020 , 10:30

როდესაც გამოძიება პროკურორების, გენერალური პროკურორების და მინისტრების დონეზე ფერხდება, ივანიშვილი საქმის კურსში უნდა იყოს, ვინაიდან ამ ტალახს ის შეუთანხმებლად არ აიტანს. ფაქტია, რომ პრემიერები იცვლებიან, პროკურორები მიდ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე