უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 სექტემბერი, 2019 14:35
font-size

დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს განმარტავს

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა შეიზღუდოს, მისი ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს.

მისი განცხადებით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების სპეკულაციური ინტერპრეტაცია გაავრცელა.

„ბევრი კითხვაც მივიღე და სამწუხაროდ, ყველას ვერ ვპასუხობ სათითაოდ. ვეცადე საინფორმაციო საშუალებებით გამეცა პასუხები, თუმცა, აქაც მინდა პოზიცია განვმარტო მოკლედ და საგნობრივად.

საქმის ვითარება არის შემდეგი: კანონპროექტი არ კრძალავს რამდენიმე ადგილზე მუშაობას.

კანონპროექტი უკრძალავს დამსაქმებელს იძულებით, სამსახურიდან გაგდების მუქარით ან ნებისმიერი სხვა ფორმით აიძულოს დასაქმებული დადგენილზე და შეთანხმებულზე მეტი ამუშაოს.

დღეს კონკრეტულმა პირებმა ხელოვნურად ატეხეს აჟიოტაჟი, რათა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის პროცესი სათავეშივე იყოს დისკრედიტებული. კანონი ემსახურება ცალსახად უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვას შრომით ურთიერთობებში, განსაკუთრებული აქცენტით დასაქმებულების ინტერესების დაცვაზე.

კანონის დახვეწის საჭიროება გამომდინარეობს ამ სფეროში შექმნილი საკმაოდ მძიმე ვითარებიდან, რაზეც ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ხმამაღლა საუბრობს. პროფკავშირებს მუდმივი განგაში აქვს ატეხილი, გვაკრიტიკებს ბევრი საერთაშორსო არასამთავრობო ორგანიზაცია, მუდმივად მიგვითითებს სახალხო დამცველი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის სტრუქტურები და, რაც მთავარია, ვხედავთ ჩვენს ყოველდღიურობაში, ყოველ ნაბიჯზე.

ბევრი სპეკულაცია იყო, მაგრამ კანონპროექტი სინამდვილეში გულისხმობს: დისკრიმინაციის აკრძალვას; ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების გაცილებით მაღალ სტანდარტს; სტაჟირების ინსტიტუტის შემოღებას და სტაჟიორების უფლებების დაცვას; სამუშაო დროის რეგულირებას და მონური შრომის აკრძალვას; ზეგანაკვეთური შრომის მომატებული ტარიფით ანაზღაურებას; გარანტირებულ შესვენებას, დასვენებას და შვებულებას; სამსახურიდან ადამიანების უმიზეზოდ განთავისუფლების აკრძალვას; კონსულტაციებსა და ინფორმაციის გაცვლას დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის; მასობრივი დათხოვნის შემთხვევაში, დასაქმებულებისათვის გარკვეული გარანტიების მიცემას.

რაც მთავარია, იმისათვის, რომ ეს კანონი იყოს ქმედითი, შემუშავებულია ზედამხედველი ორგანოს - შრომის ინსპექციის კანონი და კანონში გათვალისწინებულია აღსრულების მექანიზმები, მათ შორის სანქციები. კანონპროექტები აგებულია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებზე, რომელთა კანონმდებლობაში ასახვის ვალდებულება გვაქვს ევროპასთან ასოცირების შეთანხმებით. ასევე, ამ ცვლილებების განხორციელება აუცილებელი წინაპირობაა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების დასაწყებად.

რაც შეეხება კანონპროექტების განხილვის პროცესს: კანონპროექტი ინიციირება ჯერ არ მომხდარა. პროექტი მომზადებულია, ჩატარდა პირველი შეხვედრა დაინტერესებულ 30-მდე ორგანიზაციასა და უწყებასთან. ამასთან ერთად, დაგეგმილია კიდევ მრავალი დეტალური განხილვა და მხარეთა პოზიციების დაახლოება.

შენიშვნები მოწოდებული აქვს სხვადასხვა ბიზნესასოციაციებს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, ბიზნესომბუდსმენს, სამინისტროებს. იგეგმება შენიშვნების გაანალიზება და პოზიციათა დაახლოება.

მიუხედავად ამისა, საქართველოში მუდმივად იქნებიან ადამიანები, ვინც მოწოდებული იქნებიან, ქვეყანაში შეინარჩუნონ მონური შრომა“, - წერს ცქიტიშვილი Facebook-ის გვერდზე.

კანონპროექტის მიხედვით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებმა და ბიზნესომბუდსმენმა გააკეთეს. მოგვიანებით კანონპროექტს გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეც.

მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ისეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი, როგორიც არის შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, უფრო მეტად უნდა იყოს განხილული ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის ბიზნესთან.

ავარიას მამა-შვილი ემსხვერპლა

27 იანვარი, 2020 , 12:55

გვიან ღამით ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მსუბუქი მანქანა გადაბრუნდა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა 24 წლის მამაკაცი და მისი 2 წლის შვილი. მანქანაში მყოფმა ერთმა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო.

საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებას იწყებს

27 იანვარი, 2020 , 12:00

საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას პროცესს დღეიდან დაიწყებს. 22 იანვარს გაამრთულ სხდომაზე, საპროკურორო საბჭომ განკარგულებით საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შ

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს

27 იანვარი, 2020 , 10:21

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს - საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, რომლის

სინოპტიკოსები 27 იანვარს უნალექო ამინდს პროგნოზირებენ

27 იანვარი, 2020 , 08:55

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. თბილისში ჰაერი

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

27 იანვარი, 2020 , 07:04

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 27 იანვარს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ისნის რაიონი – 05:00 საათიდან 07:

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

27 იანვარი, 2020 , 06:54

ჩრდილოეთ ოსეთში, საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 01:01 საათზე, საქართველოს საზღვრიდან ცხრა კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`