დიმიტრი სანაკოევი: ერგნეთის ბაზრობა მხოლოდ ცხინვალის რეგიოში წარმოებული პროდუქციის რეალიზაციისთის უნდა გაიხსნას
03.05.2012 15:02
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის განცხადებით, ქართული მხარე მზად არის ნებისმიერ ადგილზე სავაჭრო ცენტრები გახსნას, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მიერ მოყვანილი მოსავალი გაიყიდება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სანაკოევმა განმარტა, ერგნეთის ბაზრობა რუსული პროდუქციის შემოსატანად არ გაიხსნება.
„საქართველოს მიერ შემუშავებული ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სტრატეგია სავაჭრო უერთიერთობებსაც ითვალისწინებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ სავაჭრო ურთიერთობებმა რუსული პროდუქციის რეალიზაციას შეუწყოს ხელი. სტრატეგიის ფარგლებში გახსნილ ბაზრობებზე გაუკონტროლებელი ტერიტორიებიდან რუსული ტვირთი არ უნდა შემოვიდეს. რუსული პროდუქტის ცხინვალიდან და აფხაზეთიდან შემოტანა გამორიცხულია", - განაცხადა სანაკოევმა


















