უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ოქტომბერი, 2017 15:25
font-size

„დინამოს“ უნიკალურ საწვრთნელ ბაზასთან 16–სართულიანი კორპუსის „აყუდებას“ ცდილობენ

თბილისის „დინამოს“ საწვრთნელი ბაზა, რომელიც ერთ–ერთი საუკეთესოა (არამხოლოდ საქართველოში), შესაძლოა 16–სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის „ეზო“ გახდეს. ეს ყოვლად დაუშვებელი პროექტი ადამიანთა ვიწრო ჯგუფის ერთჯერადი მოგების სურვილია და სხვა არაფერი, რომელიც უდიდესი ისტორიის ქართული საფეხბურთო კლუბს, რომელსაც ამ შემოდგომაზე 92 წელი უსრულდება, საწვრთნელ ბაზას გაუნადგურებს.

„დინამოსთვის“ უმნიშვნელოვანესი საწვრთნელი ბაზა ქალაქის შედარებით სუფთა ეკოლოგიურ ზონაში წლებია არსებობს. ობიექტი საუკეთესოდაა მოვლილი და აქ ფეხბურთელებს იდეალური პირობები აქვთ ცხოვრებისა და ვარჯიშისთვის. „დინამოს“ ბაზა, მსოფლიოს წამყვანი საფეხბურთო კლუბების საწვრთნელი ზონების მსგავსად, ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და იზოლირებულია გარესამყაროსგან, სადაც ფეხბურთელებს ვარჯიშების ჩატარება ისე შეუძლიათ, რომ კონკურენტებმა ვერ ადევნონ თვალი. იდეალურადაა დაცული მათი უსაფრთხოებაც.

თუმცა, ამ “წალკოტს” „რკინა–ბეტონის ჯუნგლი“ უახლოვდება, რომელმაც თბილისის არაერთი უბნის იერსახე მთლიანად გადახატა და მნიშვნელოვნად შეცვალა ქალაქის ლანდშაფტი. მსგავს პროექტებზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს უამრავი აქვს გაცემული და ქალაქის თავის დაქვემდებარებაში მოქმედი ამ განუკითხავი ორგანოს ბეჭდით მორთული ფურცლებით შეიარაღებული „ინვესტორები“ როგორც სპორტული, ისე ზოგადად საზოგადოების საზიანო პროექტის განხორციელებას ცდილობენ, რომელშიც ბინები ისევ ამ საზოგადოებამ უნდა იყიდოს – ფული უნდა გადაიხადონ იმაში, რაც საზოგადოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„დინამოსთან“ 16–სართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერებაზე დავა 2012 წლიდან იღებს სათავეს. ინვესტორებთან კლუბის მფლობელმა რომან ფიფიამ მოლაპარაკებებიც გამართა, საინტერესო, მათთვის მომგებიანი წინადადებებიც შესთავაზა, დაბოლოს სასამართლოსაც მიმართა. დავა დავად რჩება, კორპუსის 4 სართული კი უკვე აშენებულია. სწორედ ამ ფარგლებში, ასეთი კოეფიციენტით იყო თავდაპირველად მშენებლობის ნებართვა გაცემული საკადასტრო რუკის ამ მონაკვეთზე. დოკუმენტის თანახმად, 4 სართულიანი მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი უნდა აშენებულიყო. შემდეგ, მარიფათიანმა ინვესტორებმა არქიტექტურის სამსახურის არაკომპეტენტურობით, თუ შესაძლო უფრო მძიმე, დანაშაულებრივი ქმედებით ისარგებლეს და უმტკივნეულო პროექტი „რკინა–ბეტონის ჯუნგლად“ გადააკეთეს.

ცნობისთვის, არც „ჯუნგლის“ ინვესტორები გამოირჩევიან სუფთა წარსულით. ეს ჯგუფი ადრე მშენებლობებთან და უძრავ კსპიტალთან დაკავშირდბით თაღლითობაში იყვნენ ბრალდებული. თუმცა, ამაზე ქვემოთ...

მშენებლებმა მუშაობა ჯერ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით შეაჩერეს, თუმცა, დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურმა თავისივე ნებართვას ყურადღებით გადახედა და მოიწონა. ამის შემდეგ მშენებლობა განახლდა, მაგრამ მალევე შეჩერდა – ამჯერად სასამართლოს გადაწყვეტილებით. კორპუსის დამკვეთს, ბიზნესმენ მამუკა შარაშენიძეს, რომელმაც ყველა დოკუმენტი, მიწის საკუთრებით დაწყებული და მშენებლობის ნებართვით დამთავრებული, „რაღაც მანქანებით“ წესრიგში მოაყვანინა დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურს, სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება ეძლევა. მას ხომ ყბადეღებულ არქიტექტურის სამსახურის ბეჭდიანი ნებართვა აქვს?!

სასამართლომ კორპუსის მშენებლობა, სავარაუდოდ, არ უნდა დაუშვას, რათა „ასთვალა“ შენობის ფასადი „დამკვირვებლად“ არ დაადგეს თავზე ფეხბურთელების საწვრთნელ ბაზას.

კანონმდებლობის თანახმად, რომლიდანაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ინსოლაციის კომპონენტი ამოიღეს და დღემდე ვერ მიაღწიეს არქიტექტორებმა მის დაბრუნებას ნორმატიულ ბაზაში, მამუკა შარაშენიძეს უფლება ჰქონდა მშენებლობის გასაგრძელებლად. ერთადერთი დაბრკოლება მორალური მხარე უნდა ყოფილიყო, თუმცა, ის მორალი, რომელზეც აქ ვსაუბრობთ, ფულთან ვერ თანხმდება და სოლიდურ მოგებაზე უარის თქმა ძალიან არ უნდა ბიზნესმენს.

ბიზნესს თავისი მორალური ფასეულობები აქვს და ამაზე არც არავინ დაობს.

რომან ფიფიასთან ერთად, ბაზაზე კორპუსის „დაშენებას“ ვეტერანი დინამოელები, მოქმედი ფეხბურთელები და რიგითი გულშემატკივრებიც აპროტესტებენ. კლუბის წარმომადგენლის, ლევან სალუქვაძის თქმით, საცხოვრებელი კორპუსის აშენების შემთხვევაში საწვრთნელი ბაზის მიკროკლიმატი დაირღვევა, სივრცეს არსებული ფუნქცია დაეკარგება და სპორტსმენები ვეღარ შეძლებენ ნორმალურად ვარჯიშს. საფეხბურთო სამყაროს, საერთაშორისო ორგანიზაციებს კონკრეტული სტანდარტები აქვს დაწესებული, რომლებიც უპირობოდ უნდა იყოს დაცული ფეხბურთელების წვრთნის პროცესში. „დინამოს“ ბაზა ამ მხრივ შენიშვნებს ნამდვილად არ იმსახურებს.

„დინამოს“ ბაზასთან კორპუსის აშენების წინააღმდეგია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც. ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი დაუშვებლად მიიჩნევს მსგავსი მშენებლობის წარმოებას კლუბისთვის და ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ობიექტთან.

კლუბის მფლობელმა შპს „ბაუ ინვესტს“ არაერთი წინადადებით მიმართა. მათ შორის, კორპუსის ნაცვლად სამედიცინო–სარეაბილიტაციო ცენტრის აშენება, რომელიც, როგორც სპორტსმენებს, ისე ნებისმიერ მოქალაქეს მოემსახურებოდა. რომან ფიფია ამ პროექტის ხარჯებში თანაბარი წილით შესვლასაც სთავაზობდა ბიზნესმენებს, თუმცა, გარიგება ვერ და არ შედგა. სავარაუდოდ, მამუკა შარაშენიძემ ფიფიას ინიციატივაში იმაზე ნაკლები მოგება დაინახა, ვიდრე რკინა–ბეტონის კორპუსიდან დაითვალა კალკულატორზე. ცნობისთვის, კორპუსის მოწილეების სოლომნიშვილის და შარაშენიძის სახელები საერთო ბრალდებაში ძმებ ახალაიებთან და კეზერაშვილთან იკვეთება.

მშენებლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა, რომ პროექტში უცხოელი ინვესტორები დებენ კაპიტალს. ზოგადად, უცხოური პირდაპირი ინვესტიცია სასარგებლო რომაა საქართველოს ეკონომიკისთვის, აქაც არაფერია სადაო. მიუხედავად იმისა, რომ „უცხოური ინვესტიციები“ რეალურად ამ პროექტში არ ჩანს (თუმცა, არც შიდა ინვესტიციებია საზიანო ეკონომიკისთვის), საქმე არა ეკონომიკასთან, არამედ მოსალოდნელ ზიანთან და დისკომფორტთან გვაქვს, რომელსაც მშენებარე კორპუსი უქმნის კლუბის ბაზას. მითუმეტეს, რომ კორპუსების ასაშენებლად სხვა, ეკოლოგიურად არანაკლებ მიმზიდველი ადგილები თბილისში ჯერ კიდევ უხვადაა და პროექტის გადანაცვლება და ბაზასთან თუნდაც სავაჭრო ცენტრის აშენება (რომელიც 4 სართულს არ უნდა აღემატებოდეს), საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ნორმალურ დამატებით მოგებას მოუტანდა ინვესტორებს, თუნდაც სლოვაკ ბიზნესმენებს, რომლებიც ფორმალურად ირიცხებიან კორპუსის დამკვეთების კომპანიებში და გადაწყვეტილებების მიღებაში საერთოდ არ მონაწილეობენ. და საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს საინვესტიციო კომპანიის დამფუძნებელი პირის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნისაც არ უნდა იყოს, თუ კორპუსის ამ ადგილზე აშენება არ შეიძლება, ყოვლად დაუშვებელია?!

ინვესტორების ისტორიიდან:

თავდაპირველად მამუკა შარაშენიძე კიდევ ერთ შარაშენიძესთან, მუმლაძესთან, აბესაძესთან და ჩეხ ოტო იანიჩეკთან ერთად აარსებს „ჯმ & კომპანი“–ს.

შემდეგ აფუძნებს ფირმა „მორავია-ჯორჯიას“, იქ ნიშნავს დირექტორად თავის თანაქალაქელს (ისევე, როგორც სხვა შემთხვევაში), შემდეგ „მორავია-ჯორჯია-თბილისს“ ქმნის და იურიდიულ ადგილსამყოფელად, „მორავია-ჯორჯიის“ დირექტორის ნებართვით, უთითებს „მორავია-ჯორჯიის“ ფართში.

რეალურად, კომპანიაში ორი უცხოელია: სლოვაკი - ოტო იანიჩეკი და მისი მოგვარე თუ ახლო ნათესავი. არცერთი მათგანი არანაირი გადაწყვეტილების მიმღები არ იყო.

დანარჩენ კომპანიებში დამფუძნებლებიც და დირექტორებიც ქართველები იყვნენ.

ოტო იანიჩეკი პროფესიით მეტალურგია და არსებული ინფორმაციით, მას, სავარაუდოდ, ჭიათურა-ზესტაფონთან ჰქონდა შეხება.

როცა ფირმა დააარსეს და საწესდებო კაპიტალი დააფიქსირეს 450 000 დოლარი, 90 000 დოლარი თითოეულის წილად, ნაღდი ფული ქართველ მეწილეებს არ შეუტანიათ. სამაგიეროდ, ჭიათურის ფაბრიკების დანადგარები ჰქონდა შეფასებული აუდიტორს 450 000 დოლარად, რაც ერთ–ერთმა პარტნიორმა და ფირმის ჭიათურელმა დამფუძნებელმა პრივატიზაციებით და კოოპერატივებით მიიღო საკუთრებაში. დანადგარების კომპანიის საწესდებო კაპიტალში ჩადებამ ფირმას სოლოდურობა შეჰმატა.

2016 წლის 5 სექტემბერს შპს "გოკი და კომპანის"-ს წილის 100%–ის მფლობელი მამუკა შარაშენიძე იძენს შპს "მორავია ჯორჯია-თბილისს", ხოლო 2016 წლის 7 სექტემბერს მოხდა ორი სუბიექტის შერწყმა ერთ შპს "გოკი და კომპანია"-დ.

კომპანიების შერწყმა–გაყიდვა–განაწილების პროცესი მუდმივად მიმდინარეობდა. საქმის მოწილეებს შორის სკანდალურად მალხაზ სოლომონიშვილის ფიგურა იკვეთება, რომელსაც ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე მისი მილიონამდე ლარის ქონების უკანონოდ და თაღლითურად მითვისებას სასამართლოში ედავებოდა. მანამდე თაღლითობაში მხილებულმა ბიზნესმენმა ამ გზით კოლოსალური თანხა იშოვა.

გარდა ამისა, მალხაზ სოლომნიშვილს და მის კომპანიას, ტენდერის პირობების მიხედვით, შეუსრულებელი ვალდებულებები ჰქონდა და ლტოლვილებისთვის სახლების აშენება დაავალდებულეს.
ამის შემდეგ მთავრობამ, სასამართლო დადგენილების აღსრულების მიზნით, შეღავათი გაუკეთა სოლომნიშვილს და მის კომპანიონებს. მედიასთან ინტერვიუებში სოლომნიშვილი არაერთხელ ამბობდა, რომ ლტოლვილებს უშენებს კორპუსებს, ანუ დაკისრებულ ვადებულებას ფირმის კეთილ ნებად წარმოაჩენდა.

დავუბრუნდეთ ისევ „დინამოს“ ბაზის ღობესთან მშენებარე კორპუსს – აქ ლტოლვილებისთვის არაფერი შენდება და წმინდად კომერციული პროექტია, რომელშიც უცხოური კაპიტალის წილი ნულის ტოლია, ხოლო ქართული კაპიტალის წარმომავლობა, როგორც ზემოთ ვნახეთ, ბევრ კითხვას ბადებს.

„დინამოს“ მფლობელ რომან ფიფიას გრანდიოზული, არაკომერციული გეგმები აქვს საწვრთნელ ბაზასთან მიმართებით, რაც იმაზე ბევრად მეტ ინვესტიციას (მეტი ინვესტიცია = მეტ ფულს ბიუჯეტში) მოითხოვს, ვიდრე უსახური რკინა–ბეტონის ბაზასთან წამოჭიმვას სჭირდება. ერთ–ერთ მთავარ ამოცანად კლუბის მფლობელი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საფეხბურთო არენის აშენებას ისახავს.

ამდენად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ქალაქის ამ „სავიზიტო ბარათზე“ „თავდასხმიდან“ მომდინარეობს, სპორტული საზოგადოების, გულშემატკივრების და ჩვეულებრივი მოქალაქეების საერთო სატკივარი და მწვავე პროტესტის საფუძველი უნდა გახდეს, რათა ყველამ ერთად არ დავუშვათ თავსგასული ინვესტორების უკანონოდ დაკანონებული პროექტის განხორციელება.

NS

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი