უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 იანვარი, 2020 10:50
font-size

დიონისეს შუბლი, იესოს ღიმილი - როსტომ ჩხეიძის მინიატურების ციკლიდან „მთვარის ნაპერწკლები“

ნეტა რატომ უნდა ჰგონებოდა ზვიად გამსახურდიას, რომ ჭეშმარიტებას ფლობდა?

რა ჰგონებოდა – მგონი... მგონი ეჭვიც არ ეპარებოდა.

ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, დერეფანში იქნებოდა, კიბესა თუ დარბაზში, მისალმებით ყველას ესალმებოდა, ნაცნობსა თუ უცნობს, სალამს ძნელად თუ დაასწრებდი, ქუჩაში კი ხან შეიძლება მოგსალმებოდა და ხანაც ისე აევლო გვერდი შენთვის, სულაც შენში გამოევლო ფიქრებში ჩაფლულს, სრულიად ვერ შეემჩნიე და არც ენაღვლა, გზად რამდენი ნაცნობი შემოხვდებოდა, ნირწამხდარნიღა რომ გამოაყოლებდნენ მზერას.

ნეტა რატომ უნდა ჰგონებოდა ზვიად გამსახურდიას, რომ ჭეშმარიტებას ფლობდა?

ეს კი იწვევდა გაღიზიანებას და ხან წრეგადასულ გაღიზიანებასაც მის გარშემო.

განსაკუთრებით მაინც ისინი ვღიზიანდებოდით, რომელთაც გვეგონა, რომ ჭეშმარიტებას... ჩვენ და მხოლოდ ჩვენ ვფლობდით.

რა გვეგონა – მგონი... მგონი ეჭვიც არ გვეპარებოდა.

და აი... გამოცდის ჟამი უნდა დადგომოდა ზვიად გამსახურდიას.

და ეს იქნებოდა ის ბოლო ორი თვე მისი ამქვეყნიური არსებობისა, ტყე-ტყე რომ მოუწევდა წოწიალი მდევართა სამიზნეზე და მგლების ყმუილში.

მაშინ კი უთუოდ უნდა მიწვდომოდა იმ ჭეშმარიტებას, რომელიც... რომელიც ისედაც თავის გულსა და გონებაში ეგულებოდა.

ხოლო ჯიხაშკარიდან ძველ ხიბულამდე უნდა გამოეცადა თავისი წიწამურიც და თავისი გოლგოთაც და... ისე შეეცნო და სულაც ამოვლებულიყო ჭეშმარიტების ემბაზში, მის ამქვეყნიურ ვალსა და დანიშნულებას, მის ამქვეყნიურ სწრაფვასა და მისიას როგორც შეჰფეროდა.

თავისი ვატერლოოც მოეწეოდა, თავისი საწუთროც დაამხობდა, ყოვლისა დამამხობელი?

მაგრამ ის იხსნიდა, ის სვლა ზურგზე მოკიდებული ჯვრით გოლგოთურ აღმართზე.

და ისე გაჰყვებოდა იესოს სისხლიან კვალს, რომ ამავდროულად დიონისეს ყვავილოვან შუბლსაც არ მოაშორებდა თვალს.

ზვიადს კონსტანტინე გამსახურდია მიაჩნდა იმ იშვიათ მწერლად, რომელიც შეძლებდა ქრისტიანობის გაშუქებას პოეზიის ოპტიკით, თვითონ კი... თვითონ თავისი ტრაგიკულ-ჰეროიკული აღსასრულით უნდა გაეშუქებინა პოეზიის ოპტიკით ქრისტიანობა.

...ისე ნეტა რატომ უნდა ჰგონებოდა ზვიად გამსახურდიას, რომ ჭეშმარიტებას ფლობდა?!.

როსტომ ჩხეიძე

განათლების სამინისტრო - სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, კერძო სკოლებსაც ეძლევა რეკომენდაცია, 2-მარტიდან 16 მარტამდე არდადეგები გამოაცხადონ

29 თებერვალი, 2020 , 16:09

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, კერძო სკოლებს აძლევს რეკომენდაციას, არდადეგები 2-მარტიდან 16 მარტამდე გამოაცხადონ, – ამის შესახებ გა

პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

29 თებერვალი, 2020 , 15:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა პირველი მარტიდან იკრძალება. უწყების ცნობით, აკრძალულ პერიოდში ნადირო

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა

29 თებერვალი, 2020 , 14:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე კოორდინირებულ რეჟიმში მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის

ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება

29 თებერვალი, 2020 , 14:40

ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება, - ამის შესახებ ნათქვამია პრემიერის

საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

29 თებერვალი, 2020 , 14:40

საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „დღეს, დილას დაემატა მესამე დადასტურებული შემთხვევა. ის

საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები გაძლიერდება

29 თებერვალი, 2020 , 14:40

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავალებები უკვე მიღებული აქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`