უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 დეკემბერი, 2017 12:00
font-size

დირექტორი ბრალდებულ მოსწავლეზე: ბავშვი 6 გაკვეთილი სკოლაში იყო და აღელვების ნიშნები არ ეტყობოდა

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი, ხათუნა ბარბაქაძე ამბობს, რომ 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ორივე მოზარდი მისი სკოლის მოსწავლეა.

მისი თქმით, 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულებს, არ ჰქონდათ ფსიქიკური პრობლემები და არ გამოირჩეოდნენ აგრესიით.

რაც შეეხება კითხვას, შეიძლებოდა თუ არა სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლე დანით შესულიყო, დირექტორმა უპასუხა, რომ „ამას ვერ გამორიცხავს“.

„ადამიანის დახასიათება, რომელიც ასეთ არადამიანურ ქმედებას ჩაიდენს, არ შეიძლება. ჩვენ არაერთხელ ჩაგვიტარებია ჩხრეკა სკოლაში, ოღონდ დადასტურებული ეჭვის შემთხვევაში. ჩხრეკას სისტემატიურად ვაწარმოებთ, არიან რისკის ჯგუფის ბავშვები, რომლებთანაც მეტ ყურადღებას ვიჩენთ. ხოლო ის, რაც მოხდა, არის კატასტროფა“, - განაცხადა დირექტორმა.

მისი ინფორმაციით, დაკავებული მოზარდი მკვლელობის დღეს გაკვეთილებს დაესწრო.

,, მოსწავლე, რომელიც დაკავებულია, სკოლაში იყო. მე-6 გაკვეთილზე, ფიზიკის გაკვეთილზე იჯდა; ეს დამრიგებელმა გადაამოწმა. ბავშვი 6 გაკვეთილი სკოლაში იყო და აღელვების ნიშნები არ ეტყობოდა. დასრულდა თუ არა გაკვეთილი, რაღაც შეტყობინება შემოუვიდათ და გავიდნენ“, - ამბობს ხათუნა ბარბაქაძე.

რაც შეეხება მეორე მოსწავლეს, რომელიც ძებნაშია, დირექტორის ინფორმაციით, ის სკოლაში 1 დეკემბერს არ იმყოფებოდა.

,,არ იყო ეს ბავშვი სკოლაში. ბუნებრივია, დამრიგებელმა გადაამოწმა მშობელთან და მშობელმა უთხრა, რომ სახლში იყო“, - აღნიშნა დირექტორმა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი