უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 ივნისი, 2018 12:25
font-size

დისკრიმინაციის ფაქტზე რუსა ამირეჯიბმა 130-ე სკოლას სააპელაციო სასამართლოში პროცესი მოუგო

ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილმა, რუსა ამირეჯიბმა 130-ე სკოლას სასამართლო პროცესი მოუგო. საქმე ეხებოდა მის შვილთან დაკავშირებულ დისკრიმინაციის ფაქტს.

იურიდიულ დახმარებას მათ „საფარი“ უწევდა, რომელიც ინფორმაციას ავრცელებს.

„2016 წლის 8 თებერვალს, “საფარის” ბენეფიციარმა მიმი ჩინეკემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. საქმე ეხებოდა რასობრივი კუთვნილების გამო შევიწროებას.

მიმი ჩინეკე იყო 130-ე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. იგი თანაკლასელებისა და სკოლის სხვა მოსწავლეების მხრიდან ხშირად ხდებოდა რასობრივი ნიშნით შევიწროების მსხვერპლი. აღნიშნულის შესახებ იცოდა მიმი ჩინეკეს დამრიგებელმა. მას ჰქონდა კლასელების შერიგების მცდელობა, თუმცა, მისი მხრიდან გატარებული ღონისძიებები ეფექტური არ აღმოჩნდა. დამრიგებელმა არ აუხსნა მოსწავლეებს რასიზმის და მისი მავნებლობის შესახებ. საბოლოოდ, მომხდარმა ფაქტმა მიმი ჩინეკე აიძულა, გადასულიყო სკოლიდან, რადგან მიხვდა, რომ ასეთ მტრულ გარემოში სწავლას ვეღარ განაგრძობდა. მიმი ჩინეკეს დედის, რუსა ამირეჯიბის მხრიდან ახსნა-განმარტებების მოთხოვნის შემდეგ, სკოლის ადმინისტრაციამ აქცენტი მიმი ჩინეკეს აკადემიურ მოსწრებაზე გააკეთა და მიმი ჩინეკეს შევიწროების ფაქტების მიმართ სკოლის პასუხისმგებლობა არ დაადასტურა.

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია რასობრივი ნიშნით, ასევე კანის ფერის საფუძველზე, რითიც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული თანასწორობის პრინციპი. ასევე, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მის მიმართ განხორციელებულმა შევიწროებამ მას ხელი შეუშალა განათლების უფლების განხორციელებაში და დაირღვა ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მუხლები. სკოლის მიერ რასობრივი შევიწროების ფაქტების იგნორირებამ ხელი შეუშალა მიმი ჩინეკეს, მიეღო სრულფასოვანი განათლება, და ძირითადად, მისი ყურადღება მიპყრობილი იყო რასობრივი შეურაცხყოფებისგან თავის დაცვისკენ.

მოსარჩელემ სასამართლოსაგან მოითხოვა დისკრიმინაციული ქმედების (უმოქმედობის) აღმოფხვრა და მორალური ზიანის სანაცვლოდ მოსარჩელისათვის 5000 ლარის გადახდა. სარჩელში მითითებულია, რომ არასრულწლოვანისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია დისკრიმინაციული გარემოს შექმნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაამტკიცა, რომ მას არ განუხორციელებია დისკრიმინაცია, ხოლო მოსარჩელემ ვერ შეძლო, წარმოედგინა ის მტკიცებულებები, რომელიც დისკრიმინაციის განხორციელების ვარაუდს შექმნიდა.

ეს გადაწყვეტილება “საფარმა” თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძის გადაწყვეტილებით, მიმი ჩინეკესთვის დისკრიმინაციის ფაქტით მიღებული მორალური ზიანის ანაზღაურება, 1000 ლარის ოდენობით, სკოლას დაეკისრა.”- აღნიშნულია "საფარის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი