უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 ივნისი, 2019 17:56
font-size

დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ერთი პირი მიეცა

დაბა ჩაქვში, პირის მიმართ ლგბტ+ თემთან დაკავშირებულ ტელეგადაცემაში მონაწილეობის გამო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

“2019 წლის 22 მაისს, საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში დაიწყო გამოძიება მოქალაქე უ.ყ.-ს მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე.

აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმეზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულ იქნა ინციდენტის შემსწრე ყველა პირი.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 19 მაისს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ზ.ყ., სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქე უ.ყ.-ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღნიშნული მუქარა გამოწვეული იყო უ.ყ.-ს მიერ ლგბტ+ თემთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ტელე-გადაცემაში მონაწილეობის მიღებასთან.

ბრალდებულ ზ.ყ.-ს წარედგინა ბრალდება სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმეზე გრძელდება გამოძიება.” - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი სცემეს

19 აგვისტო, 2019 , 14:48

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ვაჟი, ირაკლი ქუმსიშვილი სცემეს. “კურიერის” ინფორმაციით, საქმეში სამართალდამცველებიც ფიგურირებენ. ქუმსიშვილის შვილისთვის მიყენებული დაზიანებები კი იმდენად მძიმე

სამეგრელოში უაქციზო სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

19 აგვისტო, 2019 , 14:31

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშ

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

17 აგვისტო, 2019 , 11:43

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული კ. ი. დამნაშავედ ცნო. როგორც „მედიანიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნ

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

17 აგვისტო, 2019 , 11:04

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსა

პოლიციამ ავტომობილის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

17 აგვისტო, 2019 , 10:56

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილის ჯგუფურად გაქურდვის მცდელობის ფაქტზე, 2 პირი - 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ბ.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღებისა და მიცემის ფაქტებზე სამი პირი დააკავა

17 აგვისტო, 2019 , 10:50

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე, თერჯოლის მუნიციპალ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს