უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
კავკასია
დივერსანტები იგზავნებიან რუსეთსა და საქართველოში იმისათვის, რომ ეროვნული სიძულვილი გააღვივონ – ალი ჰასანოვი 28.07.2012 15:08

აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის ალი ჰასანოვის მტკიცებით, სომხეთი აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტერორისტულ ჯგუფებს ამზადებს, რომელთაც არამხოლოდ აზერბაიჯანის, რუსეთისა და თურქეთის ტერიტორიაზე, არამედ ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაშიც გზავნის.

ჰასანოვის მტკიცებით, დივერსანტები იგზავნებიან რუსეთსა და საქართველოში იმისათვის, რომ ეროვნული სიძულვილი გააღვივონ. აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლის მტკიცებით, ოკუპირებული ტერიტორიები ნარკოტრაფიკისთვისაც გამოიყენება.

“ჩვენ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ”, - განაცხადა მან.