უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 ნოემბერი, 2016 12:40
font-size

ჯაბა ჯიშკარიანმა სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მოსახლეობას გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ჯაბა ჯიშკარინმა სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მოსახლეობას 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, ჯაბა ჯიშკარიანი მოქალაქეების წინაშე ანგარიშით თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში პრეზენტაციის სახით წარსდგა, სადაც საკრებულოს სხდომებში, კომისიებსა და ფრაქციაში მონაწილეობის, ასევე განხორციელებული პროექტებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე დეტალურად ისაუბრა.

როგორც ჯაბა ჯიშკარიანმა აღნიშნა, იგი საანგარიშო პერიოდში 900-ზე მეტ მოქალაქეს პირადად შეხვდა და ბიუროში შემოსული 350-მდე განცხადებიდან რეაგირების მიზნით 300-მდე განცხადებას შესაბამის ორგანოებთან შუამდგომლობა გაუწია.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს საკრებულოს მაჟორიტარი წევრისა და მისივე სამაჟორიტარო ბიუროს ინიციატივით, მოსახლეობას ტრანსპორტის, საკანალიზაციო ქსელის, ჯანდაცვისა და სოციალური, ასევე დასაქმებისა და ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პრობლემები მოუგვარდა.

ჯაბა ჯიშკარინმა განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა.

დეპუტატის განცხადებით, მთაწმინდის რელიეფიდან გამომდინარე, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს სწორედ ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენს.

მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით რაიონში მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. კერძოდ, დაიგო 46 000მ.კვ.-მდე ასფალტის საფარი, მოეწყო სამი ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა რაიონში არსებულ სხვა სკვერებსაც.

საკრებულოს წევრის შუამდგომლობითა და მთაწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს ავარიული სახლების გამაგრებითი სამუშაოები. პრეზენტაციის თანახმად, მთაწმინდის რაიონში გადაიხურა სახლები, გამაგრდა სადარბაზოები, შეკეთდა ლიფტები, ასევე მოწესრიგდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის სისტემები.

ჯაბა ჯიშკარიანისა და მისი სამაჟორიტარო ბიუროს ორგანიზებით, ასევე მთაწმინდის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით, რაიონში არაერთი საქველმოქმედო აქცია ჩატარდა, მათ შორის, 250 მოზარდი 10 დღით დასასვენებლად ბაკურიანში გაემგზავრა.

ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატმა, რომელიც ამავდროულად საკრებულოს გარემოს დაცვის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრია, აღნიშნული კომისიების სხდომებზე განხილულ საკითხებზე, კომისიების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და ამ გადაწყვეტილებებში უშუალოდ მის მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება.

პრეზენტაციაზე ჯაბა ჯიშკარიანმა დამსწრე საზოგადოებას მოქალაქეთა მიღებებზე, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვაზე, ასევე რეაგირების მიზნით გაწეულ შუამდგომლობებსა და გადაწყვეტილებებზე მიაწოდა ინფორმაცია.

საკრებულოს წევრმა ასევე მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მოქალაქეების დახმარების მიზნით, სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

პრეზენტაციის დასასრულს, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ჯაბა ჯიშკარიანმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და მოწვეულ სტუმრებს სამოქმედო გეგმა დეტალურად გააცნო.

ანგარიშის წარდგენას მთაწმინდის გამგებელი გელა არჩვაძე, გამგეობისა და მუნიციპალუტეტის, ასევე სამაჟორიტარო ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი მოსახლეობასთან შეხვედრებსა და ანგარიშის წარდგენას პერმანენტულად ახორციელებს.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

23 სექტემბერი, 2020 , 16:25

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატ, მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მედიაში გაჟღერებული ინფორმაციით, არის გამოძიების მხრიდან შესაძლო მცდელობა

ზეპირსიტყვიერებას არ დავთანხმდები, თუ დამიმტკიცებენ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა, მაშინ დავიჯერებ - თეონა თამაზაშვილი

23 სექტემბერი, 2020 , 16:25

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად ადვოკატების ნაწილი შეიკრიბა, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილიც მივიდა. თეონა თამაზაშვილის თქმით, მკვლელების დადგენის ნაცვლად, ადვოკატს ებ

გრიპის ვაქცინაცია შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში - ამირან გამყრელიძე

23 სექტემბერი, 2020 , 16:25

ჩვენ ვაქცინაციას ვიწყებთ ოქტომბრის მეორე ნახევრიდან, ოქტომბრის ბოლოდან, ნოემბერი, დეკემბერი და ვაქცინაცია შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირ

ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა - კობა გვენეტაძე

23 სექტემბერი, 2020 , 15:55

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა. მისივე თქმით, პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიცი

ბოლნისში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს თავს დაესხნენ

23 სექტემბერი, 2020 , 15:00

ბოლნისში, "ქართული ოცნების" აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციისა და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბებს თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა ჩამოხიეს პლაკატები, დააზიანეს სათვალთვალო ვიდეო კამერები და კედლებზე დაწერეს შეურ

ენმ-ის საარჩევნო კომისიის წევრებს ცრუ მითითებებს სუს-ის დავალებით აძლევდნენ - თინა ბოკუჩავა

23 სექტემბერი, 2020 , 15:00

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, მათ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს რამდენიმე რეგიონიდან, უკანონო და ცრუ დავალებებს აძლევდნა პირი, რომელმაც თავი გააცნო, როგორც გიორგი ნოზაძე. "ენმ-ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.