უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

10 დეკემბერი, 2021 14:38
font-size

ჯადოსნური საახალწლო და საშობაო სიურპრიზი ბენტლი მოტორსისგან, ქრუდან

-სადღესასწაულო დღეების მოახლოვებას ბენტლი ჯადოსნური კამპანიით ეგებება. ის სავსეა ოსტატურად, ინოვაციურად და ეკოლოგიურად შესრულებული სამუშაოს დეტალებით

-გონებამახვილმა შეგირდებმა, დიზაინერებმა და ოსტატებმა, ქრუდან, შექმნეს სადღესასწაულო განწყობა, სამუშაო მასალებიდან

-12 უნიკალური და ხელით შექმნილი საშობაო დეკორაციის ნაკრები, რომლებიც მხოლოდ ბენტლის ოსტატების მიერ შეიძლება შეიქმნას

-დეკორაციებში გამოყენებულია ხის ჩანართები და ტყავის ნაჭრები, რომლებიც უშუალოდ საწარმოო ქარხნიდან მოდის

ყველა ოჯახში არსებობს ერთი წევრი რომლისთვისაც რთულია საჩუქრის შერჩევა. თუმცა წელს თქვენ შეძლებთ ასიამოვნოთ სწორედ ასეთ ადამიანს, განსაკუთრებით კი თუ ის ბენტლის მოყვარულიც არის. იდეალური სიურპრიზისთვის დაგჭირდებათ შეარჩიოთ ბენტლის შექმნილი გამორჩეული ნაძვის ხის დეკორაციების ლიმიტირებული ნაკრები ბენტლისგან.

ბენტლის დიზაინერული თანამშრომლობის განხრით დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბრეტ ბოიდელის (Brett Boydell) მეთაურობით, ყველასგან საიდუმლოდ შეიქმნა 12 მშვენიერი დეკორაცია, რომლებიც თავისუფლად შეიძლება გაიგივდეს ძვირფასეულობასთან. მათ შექმნაში მონაწილეობდნენ ბენტლის შეგირდები და ოსტატები, რომლებიც ჩვეულებრივ მუშაობენ ქრუს ქარხანაში.

ნაძვის ხის დეკორაციები ბენტლის 2021 წლის სადღესასწაულო კამპანიის ძირითადი ნაწილი გახდა. კამპანიის ფარგლებში გადაღებულ იქნა ასევე ვიდეო, რომელშიც შეგირდები სანტას ელფებად გადაიქცევიან, რათა შექმნან საშობაო დეკორაციები. მათი მეთაურის, ბრეტის, დახმარებით, ისინი საიდუმლოდ ახერხებენ შეაგროვონ ტყავის მასალის ნარჩენები და კიდევ სხვა დეტალები, რომლებსაც შემდგომ გადააქცევენ სადღესასწაულო სახელოვნებო ნიმუშის დეკორაციად. ბენტლის მმართველი ხელმძღვანელობა ეჭვობს რომ რაღაც უჩვეულო ხდება და არ იციან რომ ქრუში შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ექსტრაორდინალური ჩანაფიქრი.

ეს გამორჩეული ნაძვის ხის სათამაშოები შექმნილია ისეთივე გულდასმით და დეტალებისადმი ყურადღებით, როგორც ზოგადად ნებისმიერი ბენტლის ავტომობილი. მაგალითად, დახვეწილი სათამაშო, რომლის დიზაინი შესრულებულია ომბრეს სტილის ნაკერით - იგივე ტექნიკა რომელიც გამოყენებულ იქნა Odyssean საიუბილეო ვერსიაში განსაკუთრებული ვენტილაციური დეფლექტორებით და მრავალი სხვადასხვა ძაფით; ან გასაოცრად გაფორმებული ჩრდილოეთ პოლუსის ირემი, საუკეთესო ხარისხის შპონზე უმაღლესი სიზუსტით ლაზერით გამოჭრილი დეტალებით შესრულებული; თითოეული სათამაშოს დიზაინი ახდენს ბენტლის მიერ გამოყენებული ფართო სპექტრის მასალების დემონსტრირებას.

ეს 12 სათამაშო გახდა არა უბრალოდ ბენტლის 2021 წლის სადღესასწაულო კამპანიის ნათელი ელემენტი, არამედ ისინი საშობაო ღონისძიების ფარგლებში, ასევე იქნება გაყიდული საქველმოქმედო აუქციონზე დიდი ბრიტანეთის საცალო ქსელში.

უფროსი ელფი, ბრეტ ბოიტელი აღნიშნავს: «წელიწადის სხვა არც-ერთი დრო არ აერთიანებს ბენტლიში არსებულ ოსტატობას, ინოვაციებს და ეკოლოგიურ მდგრადობას, ისე როგორც საშობაო სეზონი, და ჩვენ გვსურდა ყველასთვის გადმოგვეცა ის მღელვარება, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ მთელი ეს დრო.

ქრუში ჩვენი ოსტატები და შეგირდები იდეალურად გაუმკლავდნენ დავალებას: მათ შექმნეს შობის აღსანიშნავად არაჩვეულებრივი დეკორაციები. ვიმედოვნებთ, რომ ეს დეკორაციები ასევე გახდება ჩვენი ბედნიერი კლიენტების მცირე ნაწილისთვის ძვირფასი სადეკორაციო ნაწილი. გპირდებით, რომ ვეცდებით შევინარჩუნოთ ისინი მომდევნო წელსაც».

ცნობისთვის:

Bentley Motors - არის მსოფლიოში პოპულარული მდიდრული ავტომობილების ბრენდი. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ქრუში (ინგლისში). აქვეა თავმოყრილი მისი ძირითადი საქმიანობა, დიზაინერული გადაწყვეტილებების, ასევე სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები მისი ოთხი სამოდელო ხაზის: Continental, Flying Spur, Bentayga და Mulsanne ავტომობილების პროექტირების და წარმოების ჩათვლით.

ბრიტანული მდიდრული საავტომობილო ბრენდების, ისეთი როგორიც არის Bentley, უნიკალურობა, გამოიხატება შემდეგი კომბინაციებით: ხელით შესრულებული საოცარი ნამუშევარი, ტრადიციები რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ინჟინერული გამოცდილებით და მოწინავე ტექნოლოგიებით. კომპანიამ შეინარჩუნა ბრიტანული მდიდრული საგნების მწარმოებელთა საუკეთესო მემკვიდრეობა. ბენტლის ქარხანაში, ქალაქ ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი.

https://www.dropbox.com/sh/pldl890hlnygr37/AACv_3pXPwgfl3QBhmYXz-mCa?dl=0&preview=Our+Apprentices+save+the+day+HD+16x9.m4v

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი