უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 ოქტომბერი, 2018 12:10
font-size

ჯაფარიძესა და სუბელიანს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ ერთმანეთს და დაელაგებინათ გარკვეული ტიპის საკითხები - სულხან სალაძე კობახიძის ნებართვაზე

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ „სერიოზულ პრობლემად“ შეაფასა პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან, მირზა სუბელიანთან ციხეში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის 14 ოქტომბერს დაფიქსირებული შესვლა.

სალაძის განმარტებით, ეს პრობლემას წამოადგენს იმ თვალსაზრისით, რომ „ორ სხვადახვა მოწმეს საშუალება ჰქონდა, შეხვედროდა ერთმანეთს და დაელაგებინა გარკვეული ტიპის საკითხები“.

კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებითაც, რატომ არ გამოაქვეყნა პროკურატურამ სუბელიანისა და ჯაფარიძის ჩანაწერები 16 ოქტომბრამდე, თუკი ფარული მასალების შესახებ მათთვის ცნობილი 12 ოქტომბერს გახდა და გამოძიებაც ამ დღეს დაიწყო.

„სერიოზული პრობლემა არის ის, რომ 14 ოქტომბერს გაცემულია თანხმობა ვიქტორ ჯაფარიძის სახელზე შესულიყო საპატიმრო დაწესებულებაში და ბატონი სუბელიანი მოენახულებინა. თავისთავად, პრობლემა ის კი არ არის, რომ ეს თანხმობა კვირა დღეს არის გაცემული და კვირა დღეს შედის ბატონ სუბელიანთან. თეორიულად, შეიძლება კვირა დღესაც იყოს თანხმობა გაცემული, თუმცა პრობლემა არის ის, რომ უკვე პროკურატურისთვის ცნობილი იყო და დიდი ალბათობით, პარლამენტის თავჯმდომარისთვისაც, რომ ამ ჩანაწერში ფიგურირებდა ბატონი ჯაფარიძე. ბატონი ჯაფარიძე და ბატონი სუბელიანი ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმეები არიან იმ საქმეზე, რაზეც წესით გამოძიება უნდა იყოს ჩატარებული და რეალურად, ორ სხვადახვა მოწმეს საშუალება ჰქონდა, შეხვედროდა ერთმანეთს და დაელაგებინა გარკვეული ტიპის საკითხები, რომელიც შემდგომში შესაძლოა, გამოძიებისათვის ყველაზე სასურველი ვერსია იყოს“, - განაცხადა სალაძემ.

„ლიბერალისა“ და On.ge-ის მიერ საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილი საჯარო დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ მირზა სუბელიანთან მონახულების ნებართვა 5-ჯერ მისცა, აქედან ერთ-ერთი იყო გაცემული კვირას, რუსთავი 2-ის გადაცემა P.S.-ის ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ.

მთავარი არის, ეკონომიკური კატასტროფა როგორ დავძლიოთ და არა პრემიერობის კანდიდატები და ის, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს - სერგი კაპანაძე

23 სექტემბერი, 2020 , 12:40

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, დღეს ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია და ამ დროს მთავარი დებატების თემა არა პრემიერობის კანდიდატები და თანამდებობები, არამე

გვაქვს მკვეთრად განსაზღვრული აღმშენებლობის სტრატეგია და რაც არ უნდა თქვას ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელმა, ამ სტრატეგიის გენერალური ხაზისგან გადახვევას არ ვაპირებთ - პაატა მანჯგალაძე

23 სექტემბერი, 2020 , 12:40

ჩვენი პოლიტიკის ფილოსოფია მარტივია, უარს ვამბობთ ქართულ პილიტიკაში დამკვიდრებულ ერთმანეთის ჩაძირვის, ერთმანეთის ლანძღვა- გინების კამპანიაში მონაწილეობაზე, - ასე აფასებს დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობას „სტრატეგია ა

გიორგი გახარიასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

23 სექტემბერი, 2020 , 11:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო ბრაიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლ

2024 წლის საარჩევნო მოდელს ჩვენ მიმდინარე არჩევნებზე დავტესტავთ - მამუკა ტუსკაძე

23 სექტემბერი, 2020 , 11:55

„სოციალური სამართლიანობისთვის“ 2024 წლის საარჩევნო მოდელს უკვე ამ არჩევნებში დატესტავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი არჩევნებში მონაწილეობას მაჟორიტარების გარეშე, მხოლოდ 200-კაციანი სიით მიიღებს, -ამის შე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს კოალიციური მთავრობა და შეთანხმება - დავით ბაქრაძე

22 სექტემბერი, 2020 , 14:15

ვერავინ ვერაფერს ვერ აიძულებს „ევროპულ საქართველოს“. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, ჩვენ ვართ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგი, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და

“ეს არის ის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს „ქართული ოცნების“ ღვარძლიანი და ბოღმიანი სახე, ქალბატონი წულუკიანი”- „ევროპული საქართველო“ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარს აცხადებს

22 სექტემბერი, 2020 , 12:20

„ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ისინი უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას არ მიიღებს უწ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.