უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 დეკემბერი, 2019 12:30
font-size

ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი მოქალაქის საძიებო სამუშაოებში სპეცტექნიკა ჩაერთო

ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი მოქალაქის საძიებო სამუშაოების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებს ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს.

ჯანდარის ტბაზე მუშაობენ ამავე სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფები, რომლებიც კატერების მეშვეობით ამოწმებენ ტერიტორიას. ადგილზე მობილიზებულია მყვინთავთა ჯგუფი. პროცესში ჩართულია სამაშველო დრონი და შესაბამისი ტექნიკა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ხილვადობის აღდგენისთანავე განაახლა მუშაობა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში დილიდან ჩაერთო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამაშველო სამსახური. აზერბაიჯანული მხარე დაკარგულებს საკუთარ ტერიტორიაზე ეძებს, სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია წყალზე მაშველთა ჯგუფი და შესაბამისი ტექნიკა. სანაპირო ზოლს ამოწმებენ მესაზღვრეები. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მუშაობა, ასევე, განაახლა ვერტმფრენმა.

ორი ქვეყნის სამაშველო სამსახურები ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებით განაგრძობენ კოორდინირებულ მუშაობას დაკარგული მოქალაქეების საპოვნელად.

შსს-ს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ორ დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შევიდა.

„შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს. რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, საძიებო სამუშაოები ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ რაიმე გამოძიება ჩატარდება - გიგი უგულავა

11 დეკემბერი, 2019 , 17:43

არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ რაიმე გამოძიება ჩატარდება. პირდაპირ თქვა გამომძიებელმა, რომ არის მსუბუქი დანაშაული და კამერის ამოღების უფლება არ აქვთ, რადგან მსუბუქია,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს&ldqu

„წარმატება საქმის სიყვარულს მოაქვს, პირობების არქონა კი ხელს ვერ შემიშლის” - ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის სკოლის სტუდენტის ისტორია

11 დეკემბერი, 2019 , 17:30

ახალგაზრდა დიზაინერი, რომელსაც სამუშაო პირობები არ აქვს, მაგრამ დაუღალავი შრომით, სწავლით მიაღწია იმას, რომ მას დღეს მსოფლიოს არაერთი ქვეყნის დიზაინერი იცნობს. დავით დრონ -  ეს ის ახალგაზრდაა, რომელმაც ფრანკფურტის წ

„თავისუფალი საქართველოს“ იურისტებმა მორიგ შრომით დავაში გაიმარჯვეს

11 დეკემბერი, 2019 , 17:15

„თავისუფალი საქართველო“ შრომითი უფლებების დასაცავად მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს. როგორც „მედიანიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მ

ნატო ჩხეიძე: ვინ რა მიიღო და რაში მიიღო ამ დაჯილდოებისას, რომ გითხრათ, ბევრი მოსაყოლიც არაფერია

11 დეკემბერი, 2019 , 17:05

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე ლიტერატურული პრემია “ საბას”  დაჯილდოებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „სერიიდან: არც ვიცი, მაგრამ გილოცავთ   2-3 დღის წინ კონსერვატორიის დიდ საკონ

„საქსტატმა“ IOS სისტემის მქონე მოწყობილობებისთვის ინფორმაციის გავრცელების ახალი აპლიკაცია შექმნა

11 დეკემბერი, 2019 , 15:35

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა iOS სისტემის მქონე მოწყობილობებისთვის ინფორმაციის გავრცელების ახალი აპლიკაცია შექმნა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მობილური მოწყობილობის მეშვეობით მიიღოს მრავა

მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მთის შვილებმა, მთაში დაბადებულმა ადამიანებმა ღირსეულად შეძლონ მთაში ცხოვრება - გიორგი გახარია

11 დეკემბერი, 2019 , 15:35

მსურს, სრული პასუხისმგებლობით დაგპირდეთ, რომ ყურადღება მთის მიმართ, მთის განვითარებისა და მთის შვილების მიმართ გაიზრდება, იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ და შევასრულოთ ჩვენი პოზიტიური ვალდებულება, მთაში დაბადებულ ამაყ ადამია

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`