უკან

საზოგადოება

27 იანვარი, 2017 17:50
font-size

ჯანდაცვის კომიტეტი საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართულობის ინიციატივით გამოდის

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის გზებზე მსჯელობა გაიმართა.

შეხვედრას ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე უძღვებოდა. გარდა ამისა, მსჯელობას სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე, ექსპერტები და კერძო სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემაში გატარებული რეფორმის რაღაცა ეტაპი განვლილია და საჭიროა რეფორმების გაგრძელება.

ასეთ რეფორმად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართვა დასახელდა, რომელიც გულისხმობს,რომ კლინიკების ნაცვლად სახელმწიფომ თანხები კერძო კომპანიებს უნდა გადაურიცხოს, რაც თანხების ეფექტურად ხარჯვას გამოიწვევს.

როგორც სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რეფორმის გაგრძელებამ უნდა მოიტანოს კერძო სექტორის მეტი ჩართულობა, როგორც დაფინანსების, ასევე აღსრულების ნაწილში.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ თუ მუშაობა ამ ორი მიმართლებით წავიდა, კერძოდ, თუ მოხდება ხარჯების შეკავების ეფექტური მექანიზმის შემუშავება და განისაზღვრება მიზნობრიობა-„რომ ღარიბებმა მიიღონ უფრო მეტი, ვიდრე იღებს მდიდარი ამ პროგრამიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად მივიღოთ მონაწილეობა ამ სამუშაო ჯგუფში“.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ზაზა სოფრომაძის განცხადებით კი, პროცესებთან მიმართებაში ჯანდაცვის სამინისტროს აქვს თავისი გეგმა, სისტემის განვითარებასთან მიმართებაში.

„რაც დღეს მოვისმინეთ, ძალიან ბევრი რამ თანხვედრაშია იმასთან, რასაც ჩვენ ვფიქრობთ. თუმცა, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ეს გახლავთ ძალიან სენსიტიური პროცესი. ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება სფეროს განვითარებისათვის, სისტემის განვითარებისათვის შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება დამღუპველიც იყოს“,-განაცხადა სოფრომაძემ.

სამუშაო ჯგუფი დოკუმენტს ორ თვეში მოამზადებს და მას ჯანდაცვის სამინისტროს განსახილველად წარუდგენს.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი