უკან

საზოგადოება

20 ნოემბერი, 2019 16:15
font-size

ჯანდაცვის მინისტრის მიერ გატარებული პირველივე რეფორმა კრიტიკის საგანი გახდა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ გატარებული პირველივე რეფორმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კრიტიკის საგანი გახდა. საქმე ეხება ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედება იგეგმება.

სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები რეფორმის 6 თვით გადავადებას ითხოვენ და ღიად აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმა პაციენტების მომსახურების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევს. ექიმების პროტესტთან და კრიტიკასთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს ჯადაცვის სამინსიტრო. მიუხედავად იმისა, რომ 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ ტიკარაძის უწყებას ღია წერილით 10 დღის წინ მიმართა, რეაგირება სახელმწიფო უწყების მხრიდან არ მომხდარა. „კომერსანტს“ პრესსამსახურში გუშინ განუცხადეს, რომ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტორს წარმომადგენელი გაგვესაუბრებოდა, თუმცა, დღეს გვითხრეს რომ ჯანდაცვის სატარიფო რეფორმასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც სამედიცინო სექტორი ერთხმად თანხმდება, რომ ისედაც რთულ ვითარებაში მყოფი ქართული ჰოსპიტალური სექტორი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

ჯანდაცვის სამინისტორს გარდა, 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ ღია წერილი გადაუგზავნა პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს და ბიზნესომბუდსმენს თუმცა, ამ დრომდე ბიზნესომბუდსმენის აპარატია ერთადერთი სახელმწიფო უწყება რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ გაგზავნილ ღია წერილს გამოეხმაურა. „კომერსანტი“ მთელი დღის განმავლობაში დაკავშირებას ცდილობდა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთანაც, თუმცა აკაკი ზოიძემ ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

წყარო: „კომერსანტი“

მომღერალი ნუკრი კაპანაძე „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას დადებითად აფასებს

9 დეკემბერი, 2019 , 20:41

„ის რაც აზარტული თამაშების პოპულარიზაციას უკავშირდება და საზოგადოებას უბიძგებს თამაშისკენ, ამ ყველაფრის აკრძალვის მომხრე ვარ და ვფიქრობ, ბილბორდების ჩამოხსნა და ასაკობრივი შეზღუდვა ინტერნეტ სივრცეში ამას მნიშვნელოვ

საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძემ თანამდებობას ტოვებს

9 დეკემბერი, 2019 , 13:55

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართა. „სამეთვალყურეო საბჭოს მივმართე თხოვნით, ვინაიდან საპენსიო სააგენტო ფუნქციონირებს გამართულად, ყველა პროცესი

ანა დოლიძე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასების შესწავლას ითხოვს

9 დეკემბერი, 2019 , 12:45

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ითხოვს, კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასები შეისწავლოს. დოლიძე აცხადებს, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებაა, ბ

პრემია „საბას“ გამარჯვებულები ცნობილია

9 დეკემბერი, 2019 , 12:45

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-17 საზეიმო დაჯილდოება გაიმართა, სადაც პრემია „საბას“ გამარჯვებულები გახდა ცნობილი. როგორც „მედიანიუსს

კახეთის გზატკეცილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

9 დეკემბერი, 2019 , 12:45

კახეთის გზატკეცილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსები – N37, N43 და N71 და მიკროავტობუსები, რომლებიც ლეხ კაჩინსკისა და კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო ს

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე შეხვედრას გამართავს

9 დეკემბერი, 2019 , 12:05

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე, 10 დეკემბერს, ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე შეხვედრას გამართავს, სადაც მოწვეულნი არიან: ევროპის რეკო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`