უკან
უახლესი ამბები
- 18.04.2024 19:05ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი
- 18.04.2024 18:29“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
არქივი
პოლიტიკა
5 მაისი, 2017 16:55
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა დატოვა
ჯანდაცვის სამინისტრო ვალერი კვარაცხელიას თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ვალერი კვარაცხელია კერძო ბიზნესს უბრუნდება. გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ მან რამდენიმე თვის წინ მიიღო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების შემდეგ, მან 5 მაისს პოსტი დატოვა“,- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ვალერი კვარაცხელიას 2014 წლიდან ეკავა.