უკან

მსოფლიო

31 იანვარი, 2020 10:41
font-size

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიას გლობალურ საფრთხედ აცხადებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრის შემდეგ ჟენევაში პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც ორგანიზაციის კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის პირველი შემთხვევა უხანში დადასტურდა, თუმცა ამ გზით გადაცემის უკვე რვა შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიაში, იაპონიაში, ვიეტნამსა და აშშ-ში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, არსებობს საფრთხე, რომ ვირუსი გავრცელდეს ჯანდაცვის სუსტი სისტემების მქონე ქვეყნებში.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ჩინეთთან შედარებით დანარჩენ მსოფლიოში გაცილებით დაბალია, „ახლა ჩვენ ყველამ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ, რათა შევზღუდოთ ვირუსის შემდგომი გავრცელება“. ადამონი ვირუსს „უპრეცედენტო ეპიდემიას“ უწოდებს, რომელსაც „უპრეცედენტო საპასუხო ზომები“ სჭირდება.

ახალი ტიპის კორონავირუსს 170 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 7 834 ადამიანი, მათ შორის 7 736 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირებულია ჩინეთში, 98 კი მსოფლიოს 18 ქვეყანაში.

ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის რვა შემთხვევა დასტურდება. მძიმე მდგომარეობაშია 1370 პაციენტი.

როდის მოხდა ასეთი რამ წარსულში?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობას საერთაშორისო საფრთხედ აცხადებს მაშინ, როდესაც არის რაიმე ექსტრაორდინარული მოვლენა, რომელიც დაავადების გლობალურად გავრცელების გამო რისკად გადაიქცა სხვა სახელმწიფოების საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალური საგანგებო მდგომარეობა წარსულში სულ ხუთჯერ არის გამოცხადებული:

ღორის გრიპი, 2009 — ვირუსი H1N1 მსოფლიოში 2009 წელს გავრცელდა, იმსხვერპლა 200 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. საგანგებო მდგომარეობის შემოღების მიზანი იყო ფრთხილი დაკვირვება ვირუსის გავრცელებაზე და საპასუხო ზომების მიღება, მათ შორის ვაქცინები.

პოლიომიელიტი, 2014 — მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება სრულ ამოძირკვამდე 2012 წელს ისე ახლოს იყო, როგორც არასდროს, ინფიცირების შემთხვევები 2013 წელს გახშირდა. საგანგებო მდგომარეობის შემოღების მიზეზი გახდა შიში, რომ მის ამოსაძირკვად მიმართული გლობალური ბრძოლა წარუმატებლობის წინაშე აღმოჩნდებოდა.

ზიკა, 2016 — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ზიკა საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალურ საფრთხედ 2016 წელს მას შემდეგ გამოაცხადა, რაც დაავადება ამერიკის ორივე კონტინენტზე სწრაფად გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ ზიკას მრავალი სიმპტომი მსუბუქია, დაავადება ზედმეტად საშიშია ფეხმძიმე ქალებისათვის. საგაგნებო მდგომარეობის შემოღებით, ორგანიზაციამ მსოფლიოს გადაუდებელი კვლევების დაწყებისკენ მოუწოდა.

ებოლა, 2014 და 2019 — ეს მომაკვდინებელი დაავადება ორჯერ გამოცხადდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხედ. პირველი შემთხვევა 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის მარტამდე გაგრძელდა; დასავლეთ აფრიკაში დაინფიცირდა 30 000-ზე მეტი ადამიანი, 11 000-ზე მეტი კი დაიღუპა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაშინ მდგომარეობის გამოცხადების მიზეზად დაასახელა „ვირუსის სისასტიკე, ინტენსიური საზოგადოება, ჯანდაცვის ობიექტებში გადადების მახასიათებლები და დაზარალებული ქვეყნების სუსტი სამედიცინო სისტემები“. მეორე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა შარშან, მას შემდეგ, რაც დაავადება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გავრცელდა.

1tv.ge

საკვანძო სიტყვები:

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი