უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 იანვარი, 2018 11:50
font-size

ჯანდაცვის სამინისტრო ზეწოლის ქვეშაა, არ სურთ ამ ბავშვის რომელიმე ძლიერ კლინიკაში გადაყვანა - მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობის სოფელ დუისში 26 დეკემბრის სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, მისი შვილის გადაყვანაზე თანახმაა გერმანული კლინიკა. მისივე მტკიცებით, ამას ხელს უშლის ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

„გერმანიიდან გამოგზავნილი ინვოისი სამინისტროში გადაიგზავნა, ჟურნალისტებსაც ვანახე, რომ იყო გერმანიის კლინიკა თანახმა.

რამდენადაც მე ვიცი, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს გადაყვანაზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ჯანდაცვის სამინისტრო ზეწოლის ქვეშაა, ეს მოდის უსაფრთხოების სამინისტროსგან, შსს-სგან, არ სურთ ამ ბავშვის რომელიმე ძლიერ კლინიკაში გადაყვანა“, -უთხრა მაჩალიკაშვილმა ტვ „იმედს“.

საპირისპიროს ამტკიცებს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახმა განმეორებითი უარი მიიღო გერმანული კლინიკისგან. მან დაამატა, რომ მაჩალიკაშვილები დაჭრილის თურქეთში გადაყვანაზე უარს ამბობენ.

„დანამდვილებით ვიცი მხოლოდ ის, რომ ოჯახს არ სურს პაციენტის თურქეთში გადაყვანა.

მე რამდენადაც ვიცი, ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს ამ მოლაპარაკებებს და ოჯახის ინფორმაციით, განმეორებით ითქვა უარი გერმანიის კლინიკიდან.

უშუალოდ ჩვენი საავადმყოფო ამ მოლაპრაკებებში არ მონაწილეობს“, -თქვა ექიმმა.

გუშინ ლურსმანაშვილისგან გახდა ცნობილი, რომ ერთ-ერთი თურქული კლინიკა მზადაა, მაჩალიკაშვილი მიიღოს და უზრუნველყოს მისი ტრანსპორტირება.

ანა მებურიშვილი

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი