უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 ოქტომბერი, 2020 10:20
font-size

ჯანდაცვის სამინისტროში „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ ამოქმედდა

COVID-19 დიაგნოზის მქონე პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში ან თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე მეთვალყურეობის მიზნით, მართვის ცენტრალიზებული მექანიზმი, ე.წ. „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ ამოქმედდა, რომელიც დღეიდან, დისტანციურად, პაციენტების მეთვალყურეობის სისტემატიურ და ეფექტურ მონიტორინგს განახორციელებს, ხოლო პაციენტის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, დაყოვნების გარეშე სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს.

ონლაინ კლინიკა ჯანდაცვის სამინისტროს შენობაშია განთავსებული და ექიმებით, უმცროსი ექიმებით, რეზიდენტებით და ოპერატორებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც სპეციალური გადამზადება უკვე გაიარეს.

სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ რეგიონალური პრინციპით, ვერტიკალური მართვის ქვეშ ორი მიმართულებით იმუშავებს. გადამზადებული ოჯახის ექიმები პაციენტების ბინაზე მეთვალყურეობას განახორციელებენ. ხოლო ბინაზე მეთვალყურეობის ხარისხის კონტროლს და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მუშაობის მონიტორინგს - მონიტორ/ოპერატორები განახორციელებენ.

„ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ შემთხვევების შესახებ ინფორმაციას იღებს 112-ის ცენტრიდან, სადაც იქმნება პაციენტის საქმე. შემდგომი რეაგირების მიზნით, ხორციელდება საქმეების განაწილება ონლაინ კლინიკებში და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს „ცენტრალურ ონლაინ კლინიკაში“, სადაც გადამზადებული ოჯახის ექიმები ახდენენ დიფერენციულ დიაგნოსტიკას და ზარი ბრუნდება ისევ 112-ში რეაგირების მიზნით ან რჩება ოჯახის ექიმთან მეთვალყურეობაზე.

დღეის მდგომარეობით, COVID-19-ის მართვაში სულ 59 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაა ჩართული. ასევე გაფართოვდა აღნიშნული კლინიკების საქმიანობის არეალი და შემუშავდა COVID-19-ის მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტების იზოლაციის პირობებში სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების ალგორითმი (მინისტრის ბრძანება 30.09.20წ N01-493/ო).

ონლაინ კლინიკის ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენს: 112-ის ცენტრიდან გადამისამართებული სატელეფონო ზარების მიღება; შესაბამისი პაციენტების კონსულტირება (24/7) და ზედამხედველობა დისტანციურ რეჟიმში შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად; ასევე, ამბულატორიულად პსრ ტესტირების განხორციელება; COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურებულ შემთხვევებზე სატელეფონო ზარის განხორციელება; ანამნეზის შეკრება, პაციენტის საწყისი კლინიკური შეფასება; მდგომარეობის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება პაციენტის ბინაზე დატოვების, შესაბამის საიზოლაციო სივრცეში (სასტუმრო) გადამისამართების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ; ამასთან, ბინაზე დატოვების შემთხვევაში, ონლაინ კლინიკის ექიმებს გაუჩნდათ პაციენტების ყოველდღიური სატელეფონო მონიტორინგის ფუნქცია.

ყოველდღიურად დაფიქსირებული მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით, აღნიშნული მოდელის ამოქმედება სამინისტროს მხრიდან დაჩქარებულ რეჟიმში განხორციელდა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ფრანგულმა გამოცემამ „ლე ფიგარო“ საქართველოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა

12 ივნისი, 2021 , 12:44

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საფრანგეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჟურნალმა „ლე ფიგარომ“ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალში თბილისი, ქართული სამზ

თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსში იუნესკო-ს უცხოელი ექსპერტების ვიზიტის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

12 ივნისი, 2021 , 11:45

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსს ესტუმრა და იუნესკოს ექსპერტების საქართველოში ვიზიტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სამინისტროს ინიციატივით

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 452, იმერეთში 82, აჭარაში 56

12 ივნისი, 2021 , 11:22

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 794 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 452 შემთხვევა, აჭარა – 56, იმერეთი – 82, ქვემო ქართლი – 43, შიდა ქართლი – 47, გურია – ორი, ს

საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12 ივნისი, 2021 , 11:17

საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 498 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა

12 ივნისი, 2021 , 11:08

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მომავალი სასწავლო წლისთვის კადეტთა ახალი ნაკადის მისაღებად აქტიურად ემზადება. როგორც „მედიანიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლიცეუმის პირადმა

ჩვენ ვაქცინისთვის მობილიზებული გვაქვს იმდენი თანხა, რამდენიც ვაქცინების შეძენას დასჭირდება - ფინანსთა მინისტრი

11 ივნისი, 2021 , 20:31

ჩვენ ვაქცინისთვის მობილიზებული გვაქვს იმდენი თანხა, რამდენიც ვაქცინების შეძენას დასჭირდება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. როგორც მან აღნიშნა, თანხების მობილიზების კუთხით არანაირი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი