უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 ნოემბერი, 2017 12:05
font-size

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურმა ბოლო სამი წლის განმავლობაში 10 ახალი პროგრამა განახორციელა - დავით ნარმანია

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა ბოლო სამი წლის განმავლობაში 10 ახალი პროგრამა განახორციელა. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით გეტყვით, რომ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, საანგარიშო პერიოდში, ყოველწლიურად ადმინისტრირებას უწევდა 29-31 პროგრამას. 2014-2017 წლებში 10 ახალი პროგრამა განხორციელდა. სოციალური პროგრამების უმეტესობის დაფინანსება გაიზარდა, ნაწილი კი გაორმაგდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, აშენდა მიუსაფართა თავშესაფარი და სოციალური საცხოვრისი რომლებიც თბილისს არასდროს ჰქონია.

გარდა ამისა, როგორც დედალაქის მერის რანგი ბოლო მთავრობის სხდომაზე დავით ნარმანიამ აღნიშნა, მერიის მიერ უძრავი ქონებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების აშენების პირობით ჯამში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 365 ოჯახი დაკმაყოფილდა.

„ბოლოს მოკლედ გეტყვით განათლების მიმართულებით, რომ აღნიშნულ პერიოდში თბილისის მერიის მიერ სწავლა დაუფინანსდა 6 500-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს, ასევე, სტიპენდიით წავახალისეთ მაღალი აკადემიური მოსწრების 369 მაგისტრანტი. პროფესიული უნარების გაუმჯობესებისა და დასაქმების ხელშეწყობისათვის კი გადამზადდა 700 ადამიანი. გაიხსნა ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრი და ქალაქს შევმატეთ კიდევ ერთი ახალი მედიათეკა ვეტერანთა კულტურის და დასვენების პარკში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი