უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 დეკემბერი, 2016 18:30
font-size

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

საქართველოში კანონში „საექიმო საქმიანობის შესახებ“ ცვლილება შედის, რომლის თანახმად, უმცროს ექიმს, რომელსაც 2015 წლის 1 ოქტომბრამდე აქვს დაწყებული დიპლომის შემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის ფარგლებში მზადება, პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, მიეცემა უფლება, ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ მას დასრულებული აქვს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი.

კანონპროექტი პირველი მოსმენით განხილვისთვის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა წარუდგინა, რომელმაც ცვლილების მომზადების მიზეზებზეც ისაუბრა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. მისივე ინფორმაციით, კანონში კიდევ ერთი - ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც, ტერმინი „პროფესიული რეგულირების საბჭო“ ტერმინით „პროფესიული განვითარების საბჭო“ ჩანაცვლდება, - აცნობეს მედიანიუსს პარლამენტიდან.

„რამდენადაც ვიცი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მუშაობს უწყვეტი განათლების და პროფესიული მზადების ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე. ჩვენ, კომიტეტს, მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იმ რეფორმისა, რომელსაც შემდგომი 4 წლის განმავლობაში განვახორციელებთ. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული თემა, რომელზეც ერთიან ფორმატში - არამარტო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არამედ ექსპერტების, ასოციაციების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ჩართულობით მუშაობის დიდი სურვილი გვექნება, რადგან ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ჩვენს შემდგომ თაობებსაც ეხება“,- განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ. კენჭისყრის შედეგად, პარლამენტის წევრებმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი