უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 ნოემბერი, 2017 15:55
font-size

ჯანსუღ ჩარკვიანი, როგორც ბერმუხა, ისე იდგა ქართული ლექსისა და ქართული სულის სადარაჯოზე - ილია მეორე

ჯანსუღ ჩარკვიანი, როგორც ბერმუხა, ისე იდგა ქართული ლექსისა და ქართული სულის სადარაჯოზე, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელიც ყოვლადწმინდა სამების ტაძარში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ჯანსუღ ჩარკვიანის გამოსვენებამდე წაიკითხა.

„დიდია ჩვენი გულისტკივილი ბატონი ჯანსუღის გარდაცვალების გამო. იგი როგორც ბერმუხა ისე იდგა ქართული ლექსისა და ქართული სულის სადარაჯოზე. მართალია, მან რთული და მრავალფეროვანი გზა განვლო, რაც ქვეყნის ცხოვრების წესმაც განაპირობა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ უფლის წინაშე წარსდგა, როგორც მონანული და დიდი პოეტი.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა „სავანესა მართალთასა“ დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ურყევი რწმენა იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ გარდაცვალება არის დასაწყისი ჭეშმარიტი სიცოცხლისა“, - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი