უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 მარტი, 2018 14:05
font-size

„ჯეოსელი“ განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით „ჯეოსელი“ განცხადებას ავრცელებს.

„ჯეოსელი ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ სიუჟეტს მოკლე ნომრების საქველმოქმედო მიზნით გამოყენების შესახებ და აცხადებს, რომ არ შეესაბამება სიმართლეს ის მოსაზრება, თითქოს კომპანია საქველმოქმედო ფონდების მიერ მოკლე ნომრებიდან შეგროვებული თანხებით ღებულობს მოგებას.

შესაბამისად, ცოტა ხნის წინ გაჟღერებული ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ კომპანია არ ითვალისწინებს მარეგულირებლის რეკომენდაციას, ერთი ლარიდან 10 თეთრზე მეტი თანხა არ ჩამოაჭრას საქველმოქმედო ფონდს, არასწორია. ჯეოსელი თავისი მომსახურების საფასურს მთლიანად რიცხავს ფონდის ანგარიშზე და მხოლოდ სახელმწიფო გადასახადებს (დღგ-ს) იხდის ბიუჯეტში. შესაბამისად, ჯეოსელისგან საქველმოქმედო ფონდებს, ერთი ლარიდან ერიცხებათ 85 თეთრი, ხოლო დარჩენილ თანხას რიცხავს ბიუჯეტში, კანონმდებლობის შესაბამისად.

რაც შეეხება კომუნიკაციების კომისიის შეტყობინებას, კანონმდებლობის შესაბამისად, მოკლე ნომრების მომსახურება განიხილება, როგორც კომერციული მომსახურება ოპერატორსა და მომხმარებელს შორის. აქედან გამომდინარე, მოკლე ნომრების სერვისი, როგორც ასეთი, საქველმოქმედო მომსახურებად არ აისახება. შესაბამისად, ნომრებზე შემოსული თანხების შემდგომი გადანაწილება საქველმოქმედო მიზნით არ ათავისუფლებს გამოყენებულ მოკლე ნომერს სახელმწიფო გადასახადებისგან.

რაც შეეხება მობილური ოპერატორის მომსახურების ხარჯს, ამ შემთხვევაში, ეს არის ჯეოსელის კეთილი ნება, თავისი კუთვნილი მომსახურების საფასური ქველმოქმედების მიზნით გადაურიცხოს ფონდს.

ამ პროცესის გამჭვირვალობისთვის ჯეოსელმა შეიმუშავა „დეკლარაცია საქველმოქმედო მიზნით მოკლე ნომრების მომსახურების შესახებ“. აღნიშნული დეკლარაციის თანახმად, ოფიციალური საქველმოქმედო სტატუსის მქონე ფონდებს ეძლევათ საშუალება გაიარონ კომპანიის მიერ სპეციალურად შემუშავებული დიუ დილიჯენსის პროცედურა. ამ პროცედურების წარმატებით დასრულების შემთხვევაში საქველმოქმედო ფონდს ჯეოსელის მიერ გაცემული მოკლე ნომრის მეშვეობით მოძიებული თანხები ერიცხება მთლიანად, სახელმწიფო გადასახადების გამოკლებით (ერთ ლარს გამოკლებული გადასახადები). აღნიშნული დეკლარაცია განთავსებულია კომპანიის ვებ გვერდზე.“ - ნათქვამია „ჯეოსელის“ განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთი

26 ოქტომბერი, 2020 , 15:57

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება. იმისათვის, რომ თ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მოსწავლეთა გუნდების მიერ შექმნილი 8 პროექტი „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის ფინალშია

26 ოქტომბერი, 2020 , 12:45

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ბაზაზე მოსწავლეთა გუნდების მიერ შემუშავებული საინჟინრო მიმართულების 8 პროექტი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2020 წლის „ლ

სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვებით - ნათია მეზვრიშვილი

26 ოქტომბერი, 2020 , 12:10

ჩვენ სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვებით, იქ, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ამის საჭიროება არსებობს, - ამის შესახებ საქარ

თუ გვექნება წესების 90 %-იანი შესრულება, განსაკუთრებით პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის ნაწილში, შევძლებთ, რომ დაახლოებით 70%-ით ვირუსის გავრცელების ტემპი შევანელოთ - ნათია მეზვრიშვილი

26 ოქტომბერი, 2020 , 12:10

მკაცრი რეკომენდაცია გავეცით 3 ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გარე სივრცეშიც პირბადის ტარებასთან დაკავშირებით და უმნიშვნელოვანესია, ჩვენმა მოქალაქეებმა ეს წესი ზედმიწევნით შეასრულონ, განსაკუთრებით, იმ ადგილებში,

სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან - ეკატერინე ტიკარაძე

26 ოქტომბერი, 2020 , 12:10

სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდო

ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზეა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის დინამიკა - ბერდია სიჭინავა

26 ოქტომბერი, 2020 , 11:55

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია 1 872 ახალი შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 30 303-ს შეადგენს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოად