უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ეკონომიკა
ჯეოსელი კორპორატიულ აბონენტებს ჯეოსელ–კონექტზე განვადებას სთავაზობს 14.05.2012 19:04

კომპანია ჯეოსელი კორპორატიულ აბონენტებს ჯეოსელ–კონექტზე განვადებას სთავაზობს _ თვეში მხოლოდ 22 ლარად, საჩუქრად კი 1 გბ ინტერნეტი უფასოდ.

კომპანიის ინფორმაციით, შეღავაზება ხელმისაწვდომია კორპორაციული აბონენტებისთვის განვადების ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე.

კომპლექტაციაში შედის: USB მოდემი (ZTE MF 190ს, მაქსიმალური სიჩქარე 7.2 მბ/წმ, HSDPA 7.2 მბ/წმ, HSUPA 5.76 მბ/წმ), ჯეოსელის სიმ-ბარათი,

,,თვიური გადასახადი - 22 ლარის მოკლება მოხდება 3-ჯერ, ნომრის გააქტიურების დღეს და შემდგომი 2 თვის ყოველ პირველ რიცხვში. 1 გბ უფასო მობილური ინტერნეტის ტრაფიკის ვადა განისაზღვრება მიმდინარე თვის ბოლომდე. ინტერნეტის ტარიფი იქნება 1 მბ 10 თეთრი“, _ აცხადებენ კომპანიაში.