უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 სექტემბერი, 2018 16:20
font-size

ჯეოსელში ქსელის მოდერნიზაციის ინტენსიური სამუშაოები გრძელდება

კომპანია მომხმარებელს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაძლიერებული მეოთხე თაობის ქსელს და სხვა უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მომსახურებას სთავაზობს

სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანება მომხმარებლისთვის, პირველ რიგში, საუკეთესო მომსახურების შეთავაზებას ისახავს მიზნად. ამ მიმართულებით სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დასახული გეგმის მიხედვით. კომპანია თავის აბონენტებს ამ ეტაპზე მიმდინარე სიახლეების შესახებ აცნობებს:

გვინდა, მომხმარებელს ჩვენი მუშაობის ბოლოდროინდელი შედეგები გავუზიაროთ. ჯეოსელი აწარმოებს მასშტაბურ სამუშაოებს, რომლის შედეგადაც საგრძნობლად გაუმჯობესდება მე-4 თაობის მობილური ინტერნეტის დაფარვა და ხარისხი მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, უახლოესი 3-4 კვირის განმავლობაში თბილისში მყოფ ჩვენს აბონენტებს, შესაძლოა, ჰქონდეთ გარკვეული შეფერხებები სერვისის ხარისხში, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

აქვე გვსურს, აღვნიშნოთ რამოდენიმე სასიამოვნო სიახლე: უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ბათუმში დაინერგა უახლესი, ე.წ. LTE-Advanced ტექნოლოგია, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბნებში მყოფ, ამ ტექნოლოგიის მხარდამჭერი ტელეფონების მქონე ჩვენს აბონენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ მობილური ინტერნეტის ზემაღალი - 430 მბ/წმ-დე სიჩქარე. აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ივნისიდან, ბათუმში მყოფი ჩვენი აბონენტები სარგებლობენ 4.5G თაობის უსწრაფესი LTE ქსელით.

გაუმჯობესება შეეხო ხმოვანი მომსახურების სერვისსაც - უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მე-3 თაობის ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით ტესტირების რეჟიმში დაინერგა ე.წ. „HD Voice“ ტექნოლოგია, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა საუბრის ხარისხი ხმოვანი ზარების დროს.

კომპანია აგრძელებს ქსელის გაძლიერების ინტენსიურ სამუშაოებს და უახლოეს პერიოდში კიდევ ბევრ სხვა სიურპრიზს ჰპირდება ჩვენს აბონენტებს.

გოგონა იყო სულელურად მამაცი - მარი (ნანა) მახარაძე

12 ნოემბერი, 2018 , 19:17

იური მეჩითოვის სკანდალურ განცხადებას 9 აპრილთან დაკავშირებით, აპრილის მოვლენების დროს გადაღებული მისი ცნობილი ფოტოს გმირი, მარი (ნანა) მახარაძე ეხმაურება, რომელიც ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, უკვ

მაქვს ინფორმაცია, რომ სუს-ი აპირებს კარვებში ჩადოს იარაღი და ნარკოტიკი - ელისო კილაძე

12 ნოემბერი, 2018 , 17:50

გაზეთ „ქრონიკა პლუსი“-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს: „მაქვს ინფორმაცია, რომ სუს-ი აპირებს კარვებში ჩადოს იარაღი და ნარკოტიკი. ამისთვის სპეციალურად შემო

ამერიკაში კი არა, ქვეყნის დასალიერშიც რომ ჩახვიდე, შენ ჩემი შვილის სული არ მოგასვენებს - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა სოსო გოგაშვილს

12 ნოემბერი, 2018 , 17:35

პანკისი ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ქვეყნიდან გაქცევას აპირებს. &b

ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

12 ნოემბერი, 2018 , 17:05

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე იმყოფებოდა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. კაჩინსკის ქუჩის კაპიტალური შეკეთება თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსა

მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი (II ჯგუფი) 2019 წლის პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს

12 ნოემბერი, 2018 , 17:05

მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი (II ჯგუფი) 2019 წლის პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს, - ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნუ

‘‘სამართლიანი არჩევნები’’ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგთან დაკავშირებით განცხადება ავრცელებს

12 ნოემბერი, 2018 , 15:40

''სამართლიანი არჩევნები'' ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც 9-10 და 11 ნოემბერს მას და და მის შვილებს, sms და ხმოვანი შეტყობინებებით, სიცოცხლის მ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`