უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 თებერვალი, 2018 17:45
font-size

ჯერ გვითხრეს მთავარ პროკურატურაში, 10-12 კაცს შევხდებითო, ახლა კი - მხოლოდ ოჯახსო - მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობის სოფელ დუისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მტკიცებით, მთავარმა პროკურატურამ ხვალისთვის დაგეგმილი შეხვედრის პირობები შეცვალა.

როგორც მალხაზ მაჩაილიკაშვილმა ჟურნალისტებს მოუყვა, თავდაპირველად პროკურატურა მზად იყო, 10-12 ადამიანს შეხვედროდა პანკისის ხეობიდან, თუმცა ახლა ითხოვს მხოლოდ მაჩალიკაშვილის ოჯახთან გასაუბრებას.

„ჯერ გვითხრეს, რომ 10-12 კაცის ფარგლებში შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ, გაგესაუბრებით, გაეცნობით მასალას, რაც ექნება გამოძიებას. ასეთი მოლაპარაკება გვქონდა გუშინ. დღეს გაირკვა, რომ მარტო ოჯახის წევრებთან შეუძლიათ საუბარი და ხვალ 13 საათზე მელოდებიან. თუმცა, როგორც ასეთი, მე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ მაქვს, ჩავალ თუ არა, იმიტომ რომ ამას არანაირი აზრი არ აქვს“, -თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისი მტკიცებით, გამოძიებას მაშინ ექნება აზრი, თუკი მისი შვილის დაღუპვაში დამნაშავე პირები სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და საგამოძიებო ჯგუფმა მაჩალიკაშვილების ოჯახს ხვალ, 13 საათზე თბილისში შეხვედრა შესთავაზეს. აღნიშნული წინადადება უხუცესებმა მოიწონეს.

გადარიცხე თანხა მარტივად და მოიგე საგზური კოპენჰაგენში ნაკრების მატჩზე

21 მაისი, 2019 , 16:00

ვითიბი ბანკის ახალი მომსახურებით სარგებლობისას, შესაძლებელია საგზურის მოგება კოპენჰაგენში,  ეროვნული ნაკრების მატჩზე ფეხბურთში. გათამაშებაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ქართული ბანკის MASTERCARD-ისა და VISA -ს ბარათის

ლევან იზორია - შემოდგომაზე აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება

21 მაისი, 2019 , 11:55

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს, ჯონ რუდს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ს

კომუნიკაციების კომისიამ გლობალურ ინტერნეტზე ზედა ზღვრული ტარიფი დააწესა, 1 მბ/წმ ფასი 32 ლარიდან ცხრა ლარამდე შემცირდება

21 მაისი, 2019 , 11:45

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ ფასი 32 ლარიდან ცხრა ლარამდე შემცირდება. „კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევ

ენდიაის კვლევა - მოქალაქეები პოლიტიკური პარტიების მიმართ ენთუზიაზმის ნაკლებობით გამოირჩევიან

21 მაისი, 2019 , 11:40

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყნის კურსის შეფასება რეკორდულად დაბალია, – ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გავ

ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აბიტურიენტებისთვის STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

20 მაისი, 2019 , 19:00

„თქვენ იმყოფებით სივრცეში, რომლის ფართობიც 4 000 კვ.მეტრია და რომელიც სრულიად უნიკალური, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და პროგრამებით არის უზრუნველყოფილი. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ახალი ეპოქა და ნუ გაუშვებთ ამ შეს

განსახლებულ დევნილებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გრანტები გადაეცემათ

20 მაისი, 2019 , 17:49

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამას იწყებს