უახლესი ამბები
- 04.03.2021 21:18არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დღეს, საუბარი იმაზე, ვადამდელ არჩევნებამდე, როგორი გზით მივალთ და რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა - სალომე სამადაშვილი
- 04.03.2021 20:16საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
- 04.03.2021 19:17არაფერს დავთმობთ პრინციპულს, მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს - ელენე ხოშტარია
- 04.03.2021 19:00პლებისციტი არის დავის გადაჭრის ძალიან დემოკრატიული გზა - ბადრი ჯაფარიძე
- 04.03.2021 18:48დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
- 04.03.2021 18:25ახლა მთავარია, ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე პლებისციტს დათანხმდეს - გიგა ბოკერია
არქივი
პოლიტიკა


ჯერ კიდევ ველოდებით ვაშინგტონისა და თბილისისგან განმარტებებს, რა სახის საქმიანობას ეწევა ლუგარის ლაბორატორია - გრიგორი კარასინი
„ჯერ კიდევ ველოდებით ვაშინგტონისა და თბილისისგან განმარტებებს აღნიშნული ლაბორატორიის [ლუგარის სახელობის ლაბორატორიის] საქმიანობის ჭეშმარიტ ხასიათთან დაკავშირებით. არ დაგავიწყდეთ, გეოგრაფიულად ის პირდაპირ ჩვენს საზღვართანაა“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კარასინის მტკიცებით, ამა წლის 14-15 ნოემბერს უცხოელი დამკვირვებლების მიერ ლუგარის ლაბორატორიაში განხორციელებულმა შეფასებითმა ვიზიტმა სიტაუციას არ მოჰფინა ნათელი.
„მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის „ექსკურსიები“ ვერ იქნება ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში მექანიზმის ვერიფიკაციის ალტერნატივა“, - აღნიშნა კარასინმა.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ „აშშ ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა გააკეთა. თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა.
მომდევნო დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უპასუხა. მისი განცხადებით, რუსეთი აგრძელებს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელებას რიჩარდ ლუგარის ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.
საკვანძო სიტყვები:

საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
4 მარტი, 2021 , 20:16
არაფერს დავთმობთ პრინციპულს, მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს - ელენე ხოშტარია
4 მარტი, 2021 , 19:17
პლებისციტი არის დავის გადაჭრის ძალიან დემოკრატიული გზა - ბადრი ჯაფარიძე
4 მარტი, 2021 , 19:00

ახლა მთავარია, ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე პლებისციტს დათანხმდეს - გიგა ბოკერია
4 მარტი, 2021 , 18:25

მე მოცეკვავე არ ვარ, მაგრამ ვმღეროდი ქართულ ხალხურ სიმღერებს და ვიცი, რომ მრავალხმიანობა მნიშვნელოვანია - შალვა პაპუაშვილი ერთპარტიულობაზე
4 მარტი, 2021 , 17:15

თუ ანაკლიის პორტის აშენება მართლა სურთ, შეწყვიტონ აბსურდული საქმე, დაარწმუნონ ინვესტორი პორტის აშენების განზრახვის სერიოზულობაში - გიგლა მიქაუტაძე
4 მარტი, 2021 , 16:55