უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 მაისი, 2020 14:10
font-size

ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობისთვის ბრალდებულს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული ო.გ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პროკურატურიდან აცნობეს.

მათი ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, ო.გ-მ თანამზრახველთან ერთად, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და მისაკუთრების მიზნით, საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრების მსურველი თერთმეტი პირი დაარწმუნეს, თითქოს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამუშაო ვიზების მიღებაში დახმარებოდნენ, ხოლო ადგილზე ჩასვლისას სამსახურით უზრუნველყოფდნენ.

“ნდობის მოპოვების მიზნით კი ო.გ.-მ და მისმა თანამზრახველმა დაზარალებულებს განუცხადეს, რომ ო.გ., რომელიც მათ „გიორგის“ სახელით გაეცნო, მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და როგორც სახელმწიფო სპეცსამსახურის თანამშრომელი პირადად იძლეოდა გარანტიას, რომ საზღვარგარეთ გამგზავრების საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფდა. დაზარალებულების ნდობის მოპოვების შემდგომ, 2019 წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, აღნიშნული პირები მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულების კუთვნილ დიდი ოდენობით -12 800.66 ლარს.

სამართალდამცველებმა ო.გ. 2020 წლის 29 იანვარს, ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ო.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მოვუწოდებთ პარლამენტს, უარყოფითად შეაფასოს და შეწყვიტოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა - „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“

7 ივლისი, 2020 , 16:55

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება, რომლითაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის. მათი შეფასებით, აღნიშნული ცვლილე

არის საფრთხე, რომ ვირუსი უკონტროლოდ გავრცელდეს - ეკატერინე ტიკარაძე

7 ივლისი, 2020 , 15:30

"ნებისმიერი ტალღის, იქნება ეს მეორე, მესამე, თუ იყო პირველი, საფრთხე არის, რომ შეიძლება მოხდეს მისი უკონტროლო გავრცელება,"- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სწორე

საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს

7 ივლისი, 2020 , 15:30

პოლონეთში გამართულ ვარდისფერი ღვინოების საერთაშორისო კონკურსში (International Rosé Championship 2020) ქართულმა ღვინოებმა ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. როგორც „მედიანიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტო

შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილი შეაჩეროს

7 ივლისი, 2020 , 14:10

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა გამოაქვეყნა საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი 2021 ფისკალური წლისთვის. აღნიშნული კანონპროექტი სახელმწიფო დეპარტამენტის აშშ-ის საერთაშორისო განვითარე

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

7 ივლისი, 2020 , 13:45

- „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალი ჰაბი“  გაიხსნა -Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული -ადამიანები „მენ

2019 წელს განხორციელებულმა მასშტაბურმა საკანონმდებლო რეფორმამ ხელი ვერ შეუშალა „კლანს“ პარლამენტში დასამტკიცებლად მისთვის მისაღები მოსამართლეების კანდიდატურები წარედგინა - საია

7 ივლისი, 2020 , 13:00

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის #8 (2019 წლის) ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში ყურადღება რამდენიმე საკითხზეა გამახვილებული. ამასთან, ანგარიში მოიცავს რეკომენ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე