უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

14 სექტემბერი, 2019 16:10
font-size

ჯიღაურას სამეცნიერო ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზას ესტუმრა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაზაზე გაშენებული ვაზის საკოლექციო ნაკვეთი დაათვალიერა.

„80 ჰექტარზე გაშენებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსპერიმენტალურ ბაზაზე განთავსებულია მეხილეობისა და მევენახეობის მიმართულების საკოლექციო ნაკვეთები. ეს არის საქართველოში ერთადერთი ადგილი სადაც 450 ქართული ადგილობრივი ვაზის ჯიში და 350 საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი სახეობებია გაშენებული.

ცენტრში ტარდება სელექციური სამუშაოები, მეღვინეობის ბაზაზე კი მეღვინეები 100-150 სხვადასხვა ჯიშებისგან ღვინოებს ამზადებენ.

კოლექციების მოძიება და მოშენება 2007 წლიდან დაიწყო. 2014 წელს კი შეიქმნა კვლევითი ცენტრი. პროექტს 2007 წლიდან ბანკი ,,ქართუ" ახორციელებდა 2014 წელს კი იგი სახელმწიფოს გადაეცა.

პრეზიდენტმა ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და დაგეგმილი დიაგნოსტიკური კვლევების შესახებ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებისაგან მიიღო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილმა ცენტრის ფუნქციონირებას უმნიშვნელოვანესი უწოდა და აღნიშნა, რომ მას უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაში.

„ცენტრის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისა და ვაზის კულტურის განვითარებისათვის. როცა ქვეყანას ვაზის უძველესი, 500-ზე მეტი ენდემური ჯიში გააჩნია და მისი უმეტესობა აღდგენილია, ეს უდიდესი სიმდიდრე და მეღვინეობის განვითარების უდიდესი პოტენციალია.

მომავალ კვირას გაეროში მივდივარ და ერთ- ერთი ღონისძიება, რომელშიც ასევე მივიღებ მონაწილეობას კლიმატის კონფერენციაა, სადაც მინდა წარვადგინო ჩვენი ქვეყნის უდიდესი უპირატესობა - ენდემური ჯიშების მრავალფეროვნება.

საქართველოში წარმოიშვა არა მხოლოდ ვაზის, არამედ ხორბლის და სხვადასხვა მცენარეების ენდემური ჯიშები. ამის შენარჩუნება და განვითარება ჩვენი ქვეყნის პოტენციალის განვითარება და გაძლიერებაა.

ამ ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტს კვლევით ბაზაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის სამსახურის უფროსმა ზურაბ ხიდაშელმა უმასპინძლეს.

ქვემო ქართლში ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა

2 ივნისი, 2020 , 11:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, USAID-საქართველოს მისიის დირექტორთან, პიტერ ვიბლერთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც შპს „აგროკომპლექსის” ხილ

დევნილებისთვის დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში 122 სახლი აშენდება

1 ივნისი, 2020 , 16:25

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება. პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

31 მაისი, 2020 , 11:30

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეს „კოვიდ-19“-ის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ​ბოლნისის მერიის ინფორმაციით, 29  მაისს  მუშევანიდან ლუგარის ლაბორატორიაში 574 საკვლევი მასალა გადაიგზავნა, ქალაქ ბოლნისიდა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე დაშავდა

30 მაისი, 2020 , 17:49

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი 2 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, ამის შემდეგ კი ერთ-ერთი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე პირს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადა

კასპში ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა ფინალურ ეტაპზეა

27 მაისი, 2020 , 11:10

პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის სასწავლო კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და სამშენელო პროექტი ბოლო ეტაპზე, შენობის მატერიალურ-ტექნიკური რესურსით აღჭურვაზე

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზება არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელება არც ერთი დღით არ შეჩერებულა - გიორგი გახარია

22 მაისი, 2020 , 19:36

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, დღეს პირველი, 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა, - სამუშაო პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!