უკან

რეგიონები

22 ოქტომბერი, 2016 11:55
font-size

ჯიხაშკარსა და განმუხურში განმეორებითი კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის ორ სოფელში, განმუხურსა და ჯიხაშკარის 3 საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრის პროცესი ამ დროისათვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ამასთან, ჯიხაშკარისა და განმუხურის საარჩევნო უბნებზე ტექნიკური ხასიათის პრობლემები იყო, თუმცა ისინი მალევე აღმოიფხვრა.

ჯიხაშკარის 108-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმდჯომარის ნიკა ჩალიგავას განცხადებით, უბანს მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.

„თავის დროზე გაიხსნა უბანი, როგორც წესი, ჩვეულებრივად. გარკვეული შეფერხება იყო მარკირებასთან დაკავშირებით , გაგვიფუჭდა, თუმცა დროულად მოგვიტანეს“,-აღნიშნა ჩალიგავამ.

ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის ვლადიმერ მირცხულავას განცხადებით კი, უბანს მცირე დროით ელექტროენერეგიის პრობლემა შეექმნა.

„უბანი 7:00-ზე გავხსენით, ჩავატარეთ ყველა საჭირო პროცედურა. 8:20-ზე უკვე პირველი ამომრჩეველი მივიღეთ და ამჟამად ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ადგილზე უცხოელი დამკვირვებლებიც იმყოფებიან. ტექნიკური პრობლემა ამ დილით იყო, შუქი გამოირთო, მაგრამ ამას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია. ამ დროისთვის ყველაფერი მოგვარებულია“,-განაცხადა მირცხულავამ.

რაც შეეხება განმუხურის 38-ე საარჩევნო უბანს, კომისიის თავმჯდომარის ზანდა ყუფენიას განცხადებით, უბნის გახსნიდან ყველა პროცედურა კანონის დაცვით ჩატარდა.

„უბანი გაიხსნა 7:00-ზე, 8:15-ზე პირველი ამომრჩეველი დაფიქსირდა. ყველაფერი ყველა კანონის დაცვით, ყველა პროცედურის დაცვით ჩატარდა ყველა წილისყრა. კომისიის ყველა წევრი არის ადგილზე“,-აღნიშნა ყუფენიამ.

მონიკა დავლიანიძე

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი