უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 აპრილი, 2018 14:55
font-size

ჯობია სახელმწიფო უწყებები დაკავდნენ კრიმინალთან ბრძოლით - გიორგი აბაშიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, სახელმწიფო უწყებები კრიმინალთან ბრძოლის ნაცვლად პრეზიდენტის შავი პიარით არიან დაკავებული.

აბაშიშვილმა „ქართული ოცნება“ და „ევროპული საქართველო“ გააკრიტიკა შეწყალებით გამოსული რეციდივების სტატისტიკის გამოქვეყნების გამო და აღნიშნა, რომ პარტიებმა სტატისტიკა არალეგალურად მოიპოვეს.

„იმის ნაცვლად, როცა პრეზიდენტის მოწოდება იყო, რომ მაქსიმალურად ყველა ჩართული ყოფილიყო იმ პროცესში, რომ გაგვეუმჯობესებინა სიტუაცია, მივიღეთ პასუხად ბინძური შავი პიარი და ბრალდებები საქართველოს პრეზიდენტზე. იმის ნაცვლად, რომ შესაბამისმა უწყებებმა ვერ დაიცვეს მოქალაქე, რომელმაც მიმართა დასაცავად, დაიწყეს საქართველოს პრეზიდენტზე გადაბრალება.

მე, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ვაცხადებ, რომ არცერთი უწყებიდან - არც შინაგან საქმეთა სამინისტროდან, არც პროკურატურიდან არ მიგვიღია არანაირი ის სტატისტიკა, რომელზეც ვითომ გუშინ საუბრობდნენ, მაგრამ სინამდვილეში ეს უწყებები ამ არალეგალურ სტატისტიკას, რომლის სანდოობაში, კაცმა არ იცის, რამდენად უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, აძლევენ მათ რუპორ პოლიტიკოსებს იმისთვის, რომ ეს სტატისტიკა ლეგალურად იყოს შეფუთული.

ფაქტობრივად, მთელი სახელმწიფო მანქანა, ამ ორ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, მუშაობს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარის ასაგორებლად, თუ ვინმეს კიდევ ვერ წარმოუდგენია რა სურათთან გვაქვს საქმე, მე მგონი, გუშინ ამ არაოფიციალური სტატისტიკის ლეგალურად გასაღების მცდელობა იყო. ვიმეორებ, არავის არ მოუწოდებია ეს სტატისტიკა ჩვენთვის და უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ეფექტური თანამშრომლობა რას ნიშნავს, რომ თუ რაღაც ინფორმაცია ვიცით, საჭიროა ამის გაცვლა და არა სიურპრიზების დაანონსება, რომ თურმე მკვლელობები ვინმეს სიურპრიზი ჰგონია და კიდევ გვიანონსებენ, თუ რა იქნება.

ჯობია, სახელმწიფო უწყებები დაკავდნენ კრიმინალთან ბრძოლით, რომ არ მოხდეს ისევ ისეთი ტრაგიკული ფაქტები, როგორსაც ჰქონდა ადგილი“, -თქვა აბაშიშვილმა.

პრეზიდენტისადმი ოპოზიციისა და უმრავლესობის კრიტიკა ეხებოდა გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალებულ ვეფხია ბაქრაძეს.

ბაქრაძე სასჯელს იხდიდა ოჯახური ძალადობისთვის, 2017 წელს ის პრეზიდენტმა შეიწყალა. მიმდინარე წლის 13 აპრილს ბაქრაძემ ყოფილ მეუღლეზე შურისძიების მიზნით თავის გერს, თამარ გამრეკელაშვილს ყელი გამოსჭრა ახალგაზრდა ქალის ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ.

მშვიდობაში მოახმაროთ ქურდი, რომელმაც გარკვეული ფინანსური დარღვევები ჩაიდინა ჩვენს პარტიაში - თორნიკე რიჟვაძე

17 ნოემბერი, 2018 , 17:45

„ქართული ოცნების“ ხულოს ორგანიზაციის თავმჯდომარის, ომარ მახარაძის მიერ მმართველი პარტიის დატოვებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, მახარაძე მმართველი პარტიიდან 3 თვის წი

მე რომ ვყოფილიყავი ოჯახით, ჩემი შვილები აქ რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება, ამ ბრძოლაში არ წავსულიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 ნოემბერი, 2018 , 17:25

ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ თქვენი მხარდაჭერის გამო, რადგან ეს ნიშნავს, რომ დღეს უკვე არსებობს ქალთა შორის სოლიდარობა, რომელიც არის ძალიან დიდი ძალა, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა

მე ვერ მხედავთ? მგონი, ძალიან ვჩანვარ, ამაზე მეტი ცოტა უხერხულია - სალომე ზურაბიშვილი ახალ ბილბორდებზე

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

„მგონი, ძალიან ვჩანვარ, ამაზე მეტი ცოტა უხერხულია“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ახალ წინასაარჩევნო ბილბორდებზე დასმულ შეკითხვას. „მე ვერ

გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. განცხადება საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშ

მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება - დავით სერგეენკო

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება. მისი განმარტებით, სააგენტოს მთა

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ჰააგის სასამართლოზე სამართლებრივად, უბრალოდ ცდება სიმართლეს - ანა დოლიძე

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საერთაშორისო სამართლის ექსპერტის, ანა დოლიძის განცხადებით, ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები სცდება სიმართლეს. დოლიძის თქმით, მას არ ახსენდება, რომ ჰააგის სასამართლოში ჯა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`