ჯონ ბასი: გორდონის განცხადება საქართველოს ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში არაზუსტად გაშუქდა
11.05.2012 15:20
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომაზე ჰილარი კლინტონის თანაშემწის, ფილიპ გორდონის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.
როგორც ბასი ფეისბუკზე წერს, გორდონის განცხადება საქართველოს ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში არაზუსტად გაშუქდა.
“ფილმა თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩიკაგოს ნატოს სამიტი ტექნიკურად გაფართოების სამიტი არ არის, “ჩვენ მაინც ფოკისურებულები ვრჩებით გაფართოებაზე და ისე როგორც არასდროს მხარს ვუჭერთ ღია კარის პოლიტიკას”. მან, ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გზა, რომლითაც ჩვენ მხარდაჭერას ვსიგნალირებთ, გადის ჰილარი კლინტონის მონაწილეობაზე ნატოს წევრობის ოთხი ასპირანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე - რომელშიც საქართველოც შედის”, - წერს ბასი და დასძენს რომ “კარი ღია რჩება, მიმდინარეობს მოლაპარაკება და პროცესი წინ მიდის”.
ბასის თქმით, გორდონმა სენატში საუბრისას დააფიქსრა ამერიკის აბსოლუტური პატივისცემა საქართველოს ტერიტორიული მთილანობისადმი და ძლიერი მხარდაჭერა ამ ქვეყნისადმი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონის სენატში გამოსვლა ქართულ და რუსულ მედიაში სხვადასხვგვარად გაშუქდა. რამდენიმე რუსული მედიასაშუალების ცნობით, გორდონმა განაცხადა, რომ ამერიკას ნატოს გაფართოების შენელება სურდა.


















