უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
პოლიტიკა
ჯონ მაკკეინი საქართველოს თავდაცვითი შეიარაღებით უზრუნველყოფას ჰპირდება 10.07.2012 11:01

ამერიკელი სენატორი, რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ შემოდგომაზე დაგეგმილ სამხედრო სწავლებების ,,კავკასია-2012” ჩატარების გამო და პირობას დებს, რომ საქართველოს უზრუნველყოს თავდაცვითი შეიარაღებით.

,,ძალიან მაღელვებს რუსეთის ფარული მუქარები საქართველოსთან მიმართებაში და დაგეგმილი სამხედრო სწავლებები. ამასთან დაკავშირებით კონგრესში ჩვენ ვდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველო იყოს უზრუნველყოფილი თავდაცვითი შეიარაღებით”, _ აღნიშნა მაკკეინმა.

მისი თქმით, ის ქართველ ხალხში დარწმუნებულია და დარწმუნებულია იმაშიც, რომ ქართველები შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში სწორ არჩევანს გააკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო სწავლება ,,კავკასია-2012” 17-23 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. მასში მონაწილეობას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები მიიღებენ.