უახლესი ამბები
- 29.03.2024 16:43იუსტიციის სახლები შეფერხებით მუშაობენ
- 29.03.2024 16:06ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი
- 29.03.2024 15:41არ არის საკმარისი, მხოლოდ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, საჭიროა დროზე მივცეთ მათ ის საშუალება, რაც ეკუთვნით - საარჩევნო უფლება - პრეზიდენტი
- 29.03.2024 15:10ჰოსპიტალიზაცია წინასწარ შეთანხმებულ კლინიკებში, დიდი ოდენობით ქრთამის აღება - 3 პირი დააკავეს, 2-ს ბრალდება წარედგინა
- 29.03.2024 14:52მთავრობის მიზანია, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ეკონომიკური ზრდა გავხადოთ უფრო მეტად ინკლუზიური - ვახტანგ ცინცაძე
- 29.03.2024 14:05„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
- 29.03.2024 13:54ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო
- 29.03.2024 13:40საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო
- 29.03.2024 12:02მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება
- 29.03.2024 11:46თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა
არქივი
მსოფლიო
ჯორჯ სოროსმა თავის ფონდ ღია საზოგაოდებას 18 მილიარდი დოლარი გადაურიცხა
87 წლის უნგრული წარმოშობის ამერიკელმა მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა თავის არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდ ღია საზოგადოებას“ თავისი ქონების უდიდესი ნაწილი - 18 მილიარდი დოლარი გადაურიცხა. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.
ამ გადარიცხვის შემდეგ „ფონდი ღია საზოგაოდება“ აშშ-ის რიგით მეორე უდიდესი არასამთავრობო ფილანტროპიული ორგანიზაცია გახდა. ის მხოლოდ ბილ და მელინდა გეიტსების ფონდს ჩამორჩება.
„ფონდი ღია საზოგადოებას“ 2017 წლის ბიუჯეტი 940.7 მილიონ დოლარს შეადგენს.
სოროსმა „ფონდი ღია საზოგაოდება“ 1079 წელს დააარსა აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმთან საბრძოლველად. 1984 წელს მან ფონდი თავის მშობლიურ უნგრეთში გახსნა. ორგანიზაცია ემსახურებოდა უნგრეთის სასწავლო დაწესებულების ეტაპობრივ კომპიუტერიზაციასა და ინფორმაციის გასავრცელებლად ქსეროქსის აპარატების შეტანას. ფონდის თავდაპირველი მიზანი იყო სოციალისტური და პრო-საბჭოთა წყობების დასუსტება და დემოკრატიული პრინციპების მხარდაჭერა.
მთელ მსოფლიოში ფონდის 40 წარმომადგენლობა მუშაობს, მათ შორის საქართველოში. ქსელში გაერთიანებული ოფისები აფინანსებენ საგანმანათლებლო, კულტურული თუ სამოქალაქო ინიციატივების პროექტებს.
ღია საზოგადოების ფონდმა 1994 წლიდან საქართველოში მუშაობა ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობით, ქართული ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებითა და სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელებით დაიწყო.
ანა მებურიშვილი