უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

15 ივლისი, 2017 13:50
font-size

„ჯორჯიან ეარვეისისთვის“დაწესებული შეზღუდვა, საპასუხო ხასიათისაა - რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განმარტებით, „ქართული ავიახაზებისთვის“ მოსკოვის მიმართულებით დაწესებული ფრენების შემცირება უკავშირდება იმას, რომ საქართველოს ავიახელისუფლებამ რუსულ ავიაკომპანია „ურალსკიე ავიალინიის“, რეისების განხორციელების შესაძლებლობა არ მისცა.

ამის შესახებ РИА Новости-ს ტრანსპორტის სამინისტროში განუცხადეს.

უწყებაში ადასტურებენ „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 4 რეისის გაუქმების შესახებ.

„ეს შეზღუდვა საპასუხო ხასიათისაა. მაისიდან მოყოლებული საქართველოს ავიახელისუფლება რუსული „ურალსკიე ავიალინიის“ ჟუკოვსკის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენების განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევს. საქართველოს ავიახელისუფლებამ რუსეთის წინაშე აღებული ვალდებულები უნდა შეასრულოს და მისცეს შესაძლებლობა „ურალსკიე ავიალინიის“ განახორციელოს ფრენები თბილისის მიმართულებით“,-აღნიშნეს უწყებაში.

რუსეთმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 4 რეისი გაუუქმა.

მონიკა დავლიანიძე

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.10 პროცენტით შემცირდა

25 თებერვალი, 2020 , 19:38

2020 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7946 ლარი გახდა

25 თებერვალი, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7946 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8079 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ეროვნული ბანკი აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზებს სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

25 თებერვალი, 2020 , 15:40

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზებს რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ 2020 წლის იანვრის მდგომარეობით. სესხებისა და დეპოზიტების შესახებ ინტერაქ

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის

25 თებერვალი, 2020 , 15:05

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდა. განმარტებით

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

25 თებერვალი, 2020 , 14:40

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. როგორც „მედიანიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აუქციონში მონაწილეობა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8079 ლარი გახდა

24 თებერვალი, 2020 , 17:25

თბილისი. მედიანიუსი. 24.02.20. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8079 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8299 ლარი იყო. შესაბამი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`