უკან
რეგიონები
17 მაისი, 2019 17:35
„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
ჭიათურის თეატრში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების, თითქმის სამსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
კომპანიის მენეჯმენტმა და გაფიცულმა მაღაროელებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მაღაროელებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად, შეძახილებით დატოვეს.
კომპანიის შეთავაზებას ხელფასების 15%-იან ზრდაზე, მაღაროელები არ დათანხმდნენ. ისინი ხელფასების 50%-ით გაზრდას ითხოვენ.
ჭიათურაში მაღაროელების ნაწილი გუშინ გაიფიცა. „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.