უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
- 19.04.2024 15:1420-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
- 19.04.2024 15:06ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა
არქივი
საზოგადოება
`დმანისის გადარჩენის ფონდმა` აუქციონზე ევკალიპტის ხე 20 020 ლარად იყიდა
"დმანისის გადარჩენის ფონდმა" აუქციონზე ევკალიპტის ხე 20 020 ლარად იყიდა.
ხის საწყისი ფასი 7 ათასი ლარი იყო.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულ აუქციონს ორი მონაწილე ჰყავდა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მეორე მონაწილე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კომპანია იყო, რომელიც ივანიშვილს ხეების გადატანაში ეხმარება.
,,ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ევკალიპტის ხის შეძენით ივანიშვილს ოპოზიციამ მძლავრი შეტყობინება გაუგზავნა.
„დღეს ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნა მძლავრი გზავნილი, რომ არცერთ მსგავს გადაცდომას აღარ ვაპატიებთ. ბოლომდე მოგყვებით, გამოწვევა მიღებულია,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
თავის მხრივ, როგორც პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ დღევანდელი აუქციონი ხელისუფლებისთვის გზავნილი უნდა იყოს.
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია აღნიშნავს, რომ ხეს არავინ არ გადარგავს.
,,მიზანი მიღწეულია, ხის გადარგვა ვერ მოხდება კონკრეტული ადამიანის მიერ. ჩვენ გვინდა, რომ ეს ხე იყოს ადგილობრივი მოსახლეობის და იქნება ჩვენი გადაწყვეტილებით. 300 წლოვანმა ხემ გაუძლო ყველა ხელისუფლებას, უამრავ შემოსევას და ის გაუძლებს ერთ ადამიანსაც“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ამბობენ, თანხის მობილიზება უახლოეს პერიოდში დაიწყება. ანგარიშის ნომერი გამოცხადდება და მოქალაქეებს გადარიცხვის შესაძლებლობა მიეცემათ.