უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

9 ნოემბერი, 2018 15:00
font-size

დმანისის, წალკის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოები აშენდება

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ ტბეთში და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში რძის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმოები აშენდება, რომლებიც 2019 წელს ამოქმედდება. თითოეული საწარმო დღიურად 10 ტონა რძეს გადაამუშავებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმო აღიჭურვება სრული ციკლისათვის საჭირო დანადგარებით, როგორც ყველის დამზადებისათვის საჭირო აღჭურვილობით, ასევე რძის ჩამოსხმის ტექნოლოგიური ხაზით. აღსანიშნავია რომ საწარმოში შესაძლებელი იქნება ქართული და ევროპული ტიპის ყველის წარმოება.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ თითოეულ მეპაიეს შესაძლებლობა ეძლევა სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დაცვით მოქმედ საწარმოში გადამუშავებული საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის შედეგად მიიღოს გაზრდილი შემოსავალი.

პროგრამით დადგენილი კრიტერიუმებით საწარმო 75%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა მეორე დონის იმ კოოპერატივს, რომელშიც გაერთიანებულ 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივიდან თითოეულს ყავს არანაკლებ 200 ფური. 25 % გადახდას კოოპერატივი უზრუნველყოფს 8 წლის განმავლობაში.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს მშენებლობა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში წლის ბოლოს დასრულდება. რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 1,5 ტონას შეადგენს უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტის, დამბალხაჭოს სამრეწველო წარმოებას.

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა

30 ოქტომბერი, 2020 , 12:45

ვითიბი ბანკმა, ქარელის რაიონ სოფელ რუისში, ინტენსიური ვაშლის ბაღის გაშენება შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში 100 000 ლარით დააფინანსა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 66 თვის განმავლობაში სესხზე წლიური 11%-ის

გიორგი გახარია რთველზე - პანდემიის პირობებში ჩვენმა მევენახეებმა რეკორდული მოსავალი 277 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარეს

29 ოქტომბერი, 2020 , 10:55

ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო რთველს, რომელიც დასრულდა. 30 წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო რეკორდული მოსავალი 277 ათასი ტონა ჩაიბარეს ჩვენმა მეღვინეებმა მთავრობასთან და სახელმწიფოსთან ერთად, -

შემდეგი 4 წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წლები - გიორგი გახარია

27 ოქტომბერი, 2020 , 17:59

შემდეგი 4 წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფოთში მომდევნო 4 წლის განმავლობაში ბევრი გაკეთდება

პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა წალენჯიხაში პოლიციის ახალი შენობა გახსნეს

27 ოქტომბერი, 2020 , 17:45

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა გახსნეს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა და შ

„ჩვენ შევცვლით ასეთ ყოფას“- ნატო ჩხეიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

27 ოქტომბერი, 2020 , 17:01

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“- ს ხაშურის, ქარელის და გორის მუნიციპალიტეტის ნაწილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატმა

სამწლიანი გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში გაზიფიცირება დასრულდება საქართველოში 384 სოფელში - მოსახლეობის 90% იქნება გაზიფიცირებული - გიორგი გახარია

27 ოქტომბერი, 2020 , 12:55

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2021 წლიდან 2024 წლამდე განაახლოს, გააგრძელოს გაზიფიცირების ახალი სამთავრობო პროგრამა, რომლის შედეგიც იქნება დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 000 ოჯახი საქა