უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

18 სექტემბერი, 2017 16:45
font-size

დმანისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები „შენების მოძრაობას“ შეუერთდნენ

დმანისში ჩვენს გუნდს ჩვენი თანამებრძოლები შეუერთდნენ, რომლებთან ერთადაც ჩვენ 2012 წელს შევცვალეთ ხელისუფლება და დავასრულეთ თავისუფალ მოქალაქეზე მოძალადე რეჟიმი, მაგრამ როგორც ჩანს სისტემა ისევ აგრძელებს რეპრესიებს, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა დმანისში ყოფნისას.

მისი თქმით ადამიანები, რომლებიც 5 წლის განმავლობაში ერთგულათ ემსახურებოდნენ დმანისს და 2012 წელს გადამწყვეტი წვლილი შეიტანეს ,,ქართული ოცნების“ გამარჯვებაში, არათუ აღარ დასჭირდა ხელისუფლებას, არამედ მათ წინააღმდეგ ისევ რეპრესიული მანქანა აამუშავა.

„ყველაფერი, რაც გვახსოვდა იმ ავადსახსენებელ წლებში დღეს დმანისში განმეორდა, ამიტომ ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად და არ დავუშვათ ის რომ რეჟიმი დაბრუნდეს, ყველაფერი უნდა გავაკეთოდ იმისათვის რომ სისტემა, რომელიც ისევ ცდილობს ებრძოლოს თავისუფალ არჩევანს, თავისუფალ მოქალაქეს, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ დმანისში მიმდინარე პროცესების შესახებ საქმის კურსშია უწყებათაშორისი კომისია, მედია, არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო საზოგადოება. შენების მოძრაობა მიმართავს ყველა კანონიერ საშუალებას, რომ გამოძებულ იქნას პოლიტიკური ზეწოლის ყველა ფაქტი და მასზე მოხდეს შესაბამისი რეაგირება.

დმანისში დავით უსუფაშვილი, კახა შარტავა და მოძრაობის სხვა ლიდერებიც იმფოფებოდნენ.

„შენების მოძრაობას“ დმანისში მოქმედი გამგებელი და „ქართული ოცნების“ წევრი გოგი ბარბაქაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი, გამგებლის პირველი მოადგილე ზაზა გოშუანი და საკრებულოს დეპუტატები შეუერთდნენ. მათი განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ მათ მისამართით დაიწყო იგივე რეპრესიები, რასაც მათ წინააღმდეგ 2012 წელს ყოფილი ხელისუფლება აწარმოებდა.

გოგი ბარბაქაძის თქმით, ისინი ,,ქართული ოცნების“ წევრები და დამფუძნებლები იყვნენ 2012 წლიდან და ვინც თავის დროზე მათ ნაციონალური მოძრაობის სახელით ებრძოდა ახლა ქართული ოცნების სახელით ცდილობს მათზე ზეგავლენის მოხდენას.

დმანისის გამგებელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და სხვა წევრებმა დღეს „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთეს და საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი დოკუმენტები შეიტანეს, რითაც ისინი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე „შენების მოძრაოიბის“ სახელით იბრძოლებენ. გოგი ბარბაქაძე „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატი იქნება.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი