უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 მაისი, 2021 22:09
font-size

დმანისში ინციდენტი დღეს ამოიწურა, მხარეები შერიგდნენ, თუმცა ვითარების კონტროლის მიზნით, რაღაც მასშტაბით ვტოვებთ პოლიციურ ძალებს - ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დმანისის მოვლენებთან დაკავშირებით ამ დროისთვის არც ერთი პირი დაკავებული არ არის, არამედ მიმდინარეობს გამოკითხვები.

„დაკავებული არც ერთი ადამიანი არ არის, გამოკითხვაზე იმყოფებიან ადამიანები, გამოკითავენ და გამოვუშვებთ, თუმცა გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს და რამდენი ადამიანი იქნება დაკავებული მომავალში, ეს დღეს არ ვიცით. დაკავებული არავინ იქნება, გამოიკითხებიან და გამოუშვებენ“, – აღნიშნა გომელაურმა.

რაც შეეხება უშუალოდ ინციდენტს, მინისტრის თქმით, ამჟამად ინციდენტი ამოწურულია, დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ, თუმცა ვითარების კონტროლის მიზნით, ადგილზე დარჩებიან პოლიციური ძალები.

„რაც შეეხება იმ ინციდენტს, რაც მოხდა ქვემოთ, 5-6 ლოკაციაზე იყვნენ პოლიციელები განაწილებული და სამწუხაროდ, არა მხოლოდ დმანისიდან ჩასულები, თბილისიდან, რუსთავიდან და სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ, სადაც დაიძაბა ვითარება და მოხდა შეხლა-შემოხლა. როგორც ვიცი, ასევე დაზიანდნენ ჟურნალისტები, ამაზეც, რა თქმა უნდა, ერთობლივი, დიდი გამოძიებაა დაწყებული, ერთი საქმეა გამოყოფილი და ამის ფარგლებში იქნება გამოკვლეული. რაც შეეხება თვითონ თემას, ინციდენტი დღეს ამოიწურა, შეხვდა ორივე მხარე, შერიგდნენ, იმედია აღარ გაგრძელდება.

რაღაც მასშტაბით რა თქმა უნდა პოლიციურ ძალებს ვტოვებთ, არა როგორც ჩვეულებრივ დროს არის ხოლმე, დამატებითი ძალები დარჩებნიან და იქნება კონტროლი. 100-პროცენტიანი ვერავინ იტყვის, ხვალ რა მოხდება, მაქსიმალურად ვცდილობთ, ამოიწუროს ეს კონფლიქტი“, – განაცხადა გომელაურმა.

გომელაურმა მადლობა გადაუხადა საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რომლებიც, მისივე თქმით, ვითარების განმუხტვას ცდილობდნენ.

„ყველა ჩართული იყო. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა საპატრიარქოს. იყვნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები, ჩამობრძანებული იყო მამა ანდრია ჯაღმაიძე, მამა კირიონი. მეუფეები იყვნენ ჩართული, დიდი მადლობა მათ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან გუშინ ინციდენტი მოხდა, რა დროსაც მაღაზიის მეპატრონე სცემეს, რომელსაც შემდეგ სამედიცინო დახმარება გაეწია. განადგურდა მაღაზიის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა გამოცემამ გუშინ გაავრცელა ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც მაღაზიასთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. მთელი ღამის განმავლობაში დმანისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობდა. დმანისის მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ამასთან, დმანისში დღეს ვითარება დილიდანვე დაიძაბა. ადგილობრივებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, ვითარების განმუხტვას კი, სამართალდამცველები ცდილობდნენ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი