უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


რეგიონები

13 ოქტომბერი, 2017 15:15
font-size

დმანისში „შენების მოძრაობის“ პლაკატები „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ჩამოხიეს

„ქართული ოცნება“ დმანისში განაგრძობს პროვოკაციებს და ამჯერად „შენების მოძრობის“ საარჩევნო პლაკატების ჩამოხევითაა დაკავებული“, - ამის შესახებ შენების მოძრაობის დმანისის შტაბის უფროსი, ალექსანდრე ნონიაშვილი აცხადებს.

„დმანისში, „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატის გოგი ბარბაქაძის საარჩევნო პლაკატები გუშინ ღამით „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა მაშინ ჩამოხიეს, როდესაც მათი მერობის კანდიდატის პლაკატების გაკვრას ახდენდნენ. ამას პირადად შევესწარი და გამოვიძახე პატრული, რომლებმაც დააფიქსირეს ეს ფაქტი და გადაიღეს ფოტოები.

ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა „შენების მოძრაობის“ და მისი კანდიდატის წინააღმდეგ, რომელსაც გამარჯვების რეალური შანსი აქვს დმანისში. დმანისელები კარგად ხედავენ თუ როგორ დაემსგავსა „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც 2012 წელს ერთხელ უკვე ვუთხარით უარი და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ 21 ოქტომბერს ეს ბრძოლაც ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“ - განაცხადა ალექსანდრე ნონიაშვილმა.

ცნობისთვის, დმანისში „შენების მოძრაობის“ მიერ ყურანზე დაფიცების ფაქტები გახმაურდა, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა. საკითხი განიხილა უწყებათაშორისმა კომისიამ, ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, მიმდინარეობს „შენების მოძრაობის“ მომხრეების დაშინება და პოლიტიკური დევნა, რომ მათ მოეხსნებათ სოციალური დახმარება და შეექმნებათ სხვა პრობლები თუ ხმას მისცემენ „შენების მოძრაობას“ და გოგი ბარბაქაძეს.

სადახლოსა და ვალეში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

16 ოქტომბერი, 2017 , 17:35

13 - 15 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს. კერძოდ, 1

ვალეში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ჰიგიენური საშუალებები აღმოაჩინეს

16 ოქტომბერი, 2017 , 17:35

14 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ვალე“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის დათვალიერებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენო

ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისსა და ათენს შორის მიმართულებას ამატებს

16 ოქტომბერი, 2017 , 17:15

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ვიზეარმა დღეს ახალი მიმართულების შესახებ დააანონსა. ავიაკომპანია ქუთაისიდან ათენის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ხუთშაბათს და კვირას განახორციელებს ფ

ზუგდიდის მერიასთან ფაროსანასგან დაზარალებულები აქციას მართავენ

16 ოქტომბერი, 2017 , 16:50

ზუგდიდის მერიასთან ფაროსანასგან დაზარალებულები აქციას მართავენ. აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით იმარტება. აქციის მონაწილეებს შემდეგი შინაარსის პლაკატი უჭირავთ: „მოვითხოვთ კომპენსაციას“.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერებს ციტრუსის შეწამვლის დროულად დაწყების რეკომენდაციით მიმართა

16 ოქტომბერი, 2017 , 15:50

სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დასავლეთ საქართველოში, ფერმერებს ციტრუსის შეწამვლის დროულად დაწყების რეკომენდაციით მიმართავს. სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამეგრელოსა და გურიაში სოფლი

აჭარაში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა

16 ოქტომბერი, 2017 , 15:15

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარაში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და უმაღლესი საბჭოს დ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე