უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

24 აპრილი, 2018 11:20
font-size

დმიტრი მედვედევმა და კარენ კარაპეტიანმა სომხეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს - სომხური მედია

რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრობის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის, კარენ კარაპეტიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის ინიციატორი რუსული მხარე იყო. ამის შესახებ სომხური მედია წერს.

„მხარეებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც უკავშირდება სომხურ-რუსულ ურთიერთობებს, სომხეთში არსებულ მოვლენებს. დმიტრი მედვედევმა მოძმე სომეხ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა საკონსტიტუციო სამართლის ფარგლებში სიტუაციის შენარჩუნების მნიშვნელობა“, - დაწერა News.am-მა.

ცნობისთვის, გუშინ სომხეთის პრემიერი, ექს-პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა.

2015 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა და პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი გახდა ყველაზე დიდი ძალაუფლებით აღჭურვილი პირი. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მმართველმა გუნდმა სარგსიანის კანდიდატურა წარადგინა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა. მიუხედავად ამისა, სარგსიანის პრემიერობამ ერთი კვირაც არ გასტანა. წასვლის გადაწყვეტილება მან მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა. 11 დღის განმავლობაში ქუჩაში გამოსული მოქალაქეები სარგსიანის წასვლას ითხოვდნენ.

თანამდებობაზე დარჩენის შემთხვევაში სარსგიანი ხელისუფლებას 2022 წლამდე უხელმძღვანელებდა.

წელს რუსეთი აუცილებლად იქნება ფოკუსირებული აშშ-ის საპრეზიდენტო და საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე - ესტონეთის საგარეო სადაზვერვო სამსახური

17 თებერვალი, 2020 , 16:20

სამხრეთ კავკასიაში რუსეთმა გააძლიერა ზეწოლა საქართველოზე, უსაფრთხოების პოლიტიკის გამოყენებითა და ზეგავლენის მომხდენი აქტივობების გზით, – ამის შესახებ საუბარია ესტონეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის ანგარიშში სახელ

მიუნხენში სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მიერ ერთობლივ განცხადებას მოეწერა ხელი

15 თებერვალი, 2020 , 16:40

,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც ეხება ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმებების შესრულების მხარდაჭერის გაზრდას საქართველოში,

ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

15 თებერვალი, 2020 , 16:30

საფრანგეთში კორონავირუსით ჩინელი ტურისტი გარდაიცვალა. Euronews-ის ინფორმაციით, ეს ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. „80 წლის ჩინელი ტურისტი, რომელიც პარიზის ერთ-ერთ ჰოსპიტალში 25 ია

ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინისა და საქართველოს ნაწილები - მაიკ პომპეო

15 თებერვალი, 2020 , 16:20

ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, ასევე აღმოსავლეთ უკრაინისა და საქართველოს ნაწილები, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1486-ს მიაღწია

14 თებერვალი, 2020 , 10:45

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1486-ს მიაღწია. დადასტურებულია ინფიცირების 64 429 შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა შვიდი ათასზე მეტი პაციენტი. 180

ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1369-ს მიაღწია

13 თებერვალი, 2020 , 16:00

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1369-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამეში აღნიშნული ვირუსით 242 ადამიანი დაიღუპა. ასევე, გამოვლენილია ინფიცირების 15 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`