უკან

საზოგადოება

12 ივლისი, 2018 12:50
font-size

დოდო გუგეშაშვილმა არ გამორიცხა, რომ მისი ვაჟის მკვლელობისა და მისი მკვლელობის მცდელობის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ

თადარიგის ყოფილმა პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა არ გამორიცხა, რომ მისი ვაჟის მკვლელობისა და მისი მკვლელობის მცდელობის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ.

მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაიხსენა რამდენიმე წლის წინ განვითარებული მოვლენები, რომელიც გუგეშაშვილის მხრიდან საზღვრის კვეთას ეხებოდა. კერძოდ, გუგეშაშვილის განმარტებით, მან 2015-2017 წლებში საზღვარი გადაკვეთა უკრაინის მიმართულებით, ხოლო სამშობლოში დაბრუნება (ამავე წლებში) დაუფიქსირდა ისე, რომ თითქოს რუსეთიდან დაბრუნდა. მისივე განმარტებით, რეალურად ორივეჯერ უკრაინიდან, კერძოდ ბორისპოლის აეროპორტიდან გამოფრინდა.

მისივე თქმით, როდესაც ის თბილისის აეროპორტში შემოვიდა, რამდენიმე საათის განმავლობაში შეაყოვნეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადაადგილების უფლება არ მისცეს. გუგეშაშვილმა ამ ქმედებებს მიზანმიმართული უწოდა და არ გამორიცხა, რომ ამის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ, რომლებიც ნიადაგს ამზადებდნენ, რომ გუგეშაშვილის მკვლელობის შემდეგ მისი დისკრედიტაცია მომხდარიყო, რათა მისი სახელი დაკავშირებული ყოფილიყო რუსეთის აგენტურასთან.

გუგეშაშვილმა მოჰყვა, რომ მას შემდეგ, რაც მედიით გახმაურდა 2015- 2017 წლებში მის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტი უკრაინის მიმართულებით და სამშობლოში დაბრუნება კი მოსკოვიდან დაუფიქსირდა, ამ საკითხთან დაკავშირებით მან მიმართა საქართველოს შსს-ს. გუგეშაშვილის თქმით, მას უწყებაში უთხრეს, რომ საქმე ეხებოდა გაუგებრობასა და ტექნიკურ ხარვეზს. გუგეშაშვილს მისი აეროპორტში შეყოვნების მიზეზთან დაკავშიორებით შსს-ში განუცხადეს, რომ ეს მათ კომპეტენციაში არ შედის.

„ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ მე მაქსიმალურად მოვუფრთხილდები ჩემს სიცოცხლეს და თუ ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის მიერ მოპოვებული ინფორმაცია დადასტურდა ჩემს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, ისევ გავაგრძელებ ბრძოლას ოკუპანტების წინააღმდეგ და ეს იქნება ყველაზე დიდი პასუხი ჩემი შვილის მკვლელობის მიმართ. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ „ბევრ ცუდ სიურპრიზს მოვაწყობ“ “, - განაცხადა გუგეშაშვილმა.

ცნობისთვის, 7 თებერვალს საკუთარ სახლში დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟს ნოდარ გუგეშაშვილს თავს დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დოდო გუგეშაშვილი დაიჭრა, ხოლო ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

გთხოვთ თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისაგან - საგარეო საქმეთა სამინისტრო

23 თებერვალი, 2020 , 11:32

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. ამის შესახებ განცხადებას საგარეო უწყება ავრცელებს. „საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! კორონავირუსის გავრცელებასთან

ირანის ოთხი მოქალაქე ინფექციური საავადმყოფოს მოათავსეს

22 თებერვალი, 2020 , 22:33

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ირანის ოთხი მოქალაქე ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ და ექიმები მათ გამოკითხვას აწარმოებენ. „

არავის უთქვამს, რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ უნდა გახდეს 10 და 15 ლარი – ლაშა ხუციშვილი

22 თებერვალი, 2020 , 18:52

“ბოლო დღეებია (ერთი შეხედვით საეჭვო წყაროებიდან) სიგარეტის ფასთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არის ამავე წყაროების მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორი ინტერპრეტაცია და თემის არასრული გაშუქება, რაც

ვის შესახვედრად გაემგზავრა მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში

22 თებერვალი, 2020 , 17:15

გუშინ საღამოს მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში გაემგზავრა. ეს ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მაჩალიკაშვილის მეუღლემ მედიკო მარგოშვილმა დაუდასტურა. კითხვაზე, მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან,

სიგარეტი 15 ლარამდე გაძვირდება - „უნდათ ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში?”

22 თებერვალი, 2020 , 17:15

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძისთვის გაუგებარია რას ემსახურება ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადება, რომ სიგარეტი საქართველოში 15 ლარამდე გაიზრდება. მისი თქმით, წინასაარჩევნოდ მსგავსი გადაწყვეტილებები „ქართული

ორი წლის წინ საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილი მოკლა - სალომე ზურაბიშვილი

22 თებერვალი, 2020 , 16:50

ორი წლის წინ საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილი მოკლა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ორწლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „ორი წლ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`