უკან

კომენტარი

26 ოქტომბერი, 2016 18:10
font-size

Doing Business 2017-ის რეიტინგში საქართველოს მაღალი პოზიციები ძალიან პოზიტიური სიგნალია ინვესტორებისთვის - გიორგი გახარია

Doing Business 2017-ის რეიტინგში საქართველოს მაღალი პოზიციები ძალიან პოზიტიური სიგნალია ინვესტორებისთვის, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წევრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 2017 წლის რეიტინგის მიხედვით შეფასებულია საქართველოს მიერ 5 სფეროში განხორციელებული რეფორმები, კერძოდ, ელექტროენერგიით მომარაგება; ქონების რეგისტრაცია; მინორიტარული ინვესტორების დაცვა; ვაჭრობა საზღვრებს შორის; გადასახადების გადახდა. დამეთანხმებით, გაუმჯობესება თითოეულ დასახელებულ სფეროში უმნიშვნელოვანესია ინვესტორებისთვის.

გახარიას განმარტებით, ბიზნესის კეთების ანგარიში ბიზნეს გარემოს შეფასების მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური შეფასებაა. ”მაღალი პოზიციები რეიტინგში მიუთითებს ქვეყანაში ბიზნესის დაწყებისა და განხორციელებისთვის ხელშემწყობი გარემოს არსებობაზე. საქართველოს მაღალი პოზიციები ამ რეიტინგში ძალიან პოზიტიური სიგნალია ინვესტორებისთვის და მიანიშნებს მათ, რომ საქართველო არათუ რჩება ბიზნესის კეთებისთვის და ინვესტიციების განხორციელებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად, არამედ მთავრობის ძალისხმევის და გატარებული რეფორმების შედეგად, ჩვენ კიდევ უფრო დაცულს, ხელსაყრელსა და საიმედოს ვხდით ბიზნეს გარემოს საქართველოში.

რაც შეეხება წინა წლების პოზიციებს, მოგეხსენებათ 2015 წლიდან მსოფლიო ბანკმა დაიწყო რეიტინგის მეთოდოლოგიის ცვლილება და მას რაოდენობრივ მაჩვენებლებთან ერთად დაამატა ხარისხობრივი პარამეტრები. ამ ცვლილებამ თავდაპირველად გამოიწვია საქართველოს პოზიციების გაუარესება.

თუმცა, მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, მივაღწიეთ გაუმჯობესებას ხარისხობრივი პარამეტრების კუთხითაც და გადავედით რეიტინგის მოწინავე პოზიციებზე”, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშით, „Doing Business 2017” საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული - შარშანდელი 23-ე ადგილიდან საქართველომ მე-16 ადგილზე გადმოინაცვლა (გაუმჯობესება 7 პოზიციით). საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესებულია 7 კომპონენტში და 11 ქვე-კომპონენტში.

საკვანძო სიტყვები:

ჩემთვის ახლა ეს ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი - ირაკლი ოქრუაშვილი

22 ივლისი, 2019 , 14:43

ძალიან მარტივი მიზეზის გამო არ შევიტანე - ლონდონში ან პარიზში რომ შემეტანა, ეს დავა და ეს სარჩელი და იქ მედავა, არ იქნებოდა ამ საქმისთვის მარტივი პოლიტიკური ჭრილის შეძენა, - ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლ

ამ სასამართლომ ვისი სიმართლე უნდა დაადგინოს, თავად არა აქვს სიმართლე - ეკა ბესელია

21 ივლისი, 2019 , 15:17

"ამ სასამართლომ ვისი სიმართლე უნდა დაადგინოს, თავად არა აქვს სიმართლე... თუმცა არავის ისეთი ზიანი არ მიუყენებია ჩემი ოჯახისთვის, როგორც რუსთავი 2ს", - ამის შესახებ წერს დეპუტატი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში. "ვაკვირდები მ

დავით დვალი ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას ითხოვს

20 ივლისი, 2019 , 14:00

“რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი პროკურატურას მიმართავს. მისი თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უნდა დაკითხოს. „საქართველოს პროკურატურა / თჰე Pროსეცუტიონ შერვიცე ოფ Gეორ

ბრძოლა გრძელდება და ჩვენ რუსთავი 2-ს არავის არ დავანებებთ - გრიგოლ ვაშაძე

18 ივლისი, 2019 , 17:30

მე არასოდეს ეჭვი არ შემიტანია და არც ახლა ვაპირებ ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანას, მაგრამ ის, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოში დღეს შექმნილ რეალობას, ესეც ფაქტია. - ეს განცხადება &b

20 ივნისის ღამეს პარლამენტში მივედი, რომ არსებული სიტუაცია თავად მენახა, რომელიც ჩემთვის იყო ძალიან დამაბნეველი - გერმანიის ელჩი

18 ივლისი, 2019 , 16:00

20 ივნისის ღამეს პარლამენტში მივედი, რომ არსებული სიტუაცია თავად მენახა, რომელიც ჩემთვის იყო ძალიან დამაბნეველი, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა. „ვესაუბრე მედიის წარმომა

სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს - გია ვოლსკი

18 ივლისი, 2019 , 14:20

"რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება. ვოლსკის განცხადებით დადასტურდა ის, რომ სასამართლოს თემაზე კითხვები არ არსებობს. „სტრასბურ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს