უახლესი ამბები
- 06.12.2019 17:30ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
- 06.12.2019 17:30მაია ცქიტიშვილი `ანაკლიის განვითარების კონსორციუმს` მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ
- 06.12.2019 17:201 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9466 ლარი გახდა
- 06.12.2019 17:20ქვეყნის განვითარებისათვის სასურველია პროპორციულ საარჩევნო წესზე რაც შეიძლება მალე გადასვლა - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“
- 06.12.2019 17:05პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
- 06.12.2019 17:05თბილისის მერია ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
- 06.12.2019 16:40რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ ეს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური არჩევანია - გია ვოლსკი
- 06.12.2019 16:40ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 7 და 8 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალი გაიმართება
- 06.12.2019 16:25განათლების საერთაშორისო ცენტრი ჭეშმარიტად ინტელექტუალური ოქროს ფონდია - მიხეილ ჩხენკელი
- 06.12.2019 16:1014 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს
არქივი
მსოფლიო


დონალდ ტრამპის აღიარებას შესაძლოა, შემაშფოთებელი გავლენა ჰქონდეს - ფედერიკა მოგერინი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის შეფასებით, დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას შეიძლება „შემაშფოთებელი გავლენა“ ჰქონდეს.
„ეს ძალიან მყიფე კონტექსტია და ამ აღიარებას შეუძლია, გადაგვისროლოს უფრო ბნელ ხანაში, ვიდრე ახლა ვცხოვრობთ“, - უთხრა იტალიელმა დიპლომატმა ჟურნალისტებს.
მან იმედი გამოთქვა, რომ სწორი გამოსავალი იქნება, თუ იერუსალიმი ორი სახელმწიფოს: ისრაელისა და პალესტინის დედაქალაქი გახდება.
„იმედი გვაქვს, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის ერთადერთი რეალისტური გადაწყვეტა არის ორი სახელმწიფოს მოდელი, სადაც იერუსალიმი იქნება როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის დედაქალაქი“,- მან დაამატა, რომ ამ საკითხზე უკვე ელაპარაკა აშშ-ის გენერალურ მდივან რექს ტილერსონს.
მოგერინიმ ივარაუდა, რომ „ეს მძიმე მომენტი მშვიდობის უფრო მყარ შეთანხმებამდე მიიყვანს“. მისი თქმით, კონფლიქტის მხარეებმა უნდა მოერიდონ შესაძლო ესკალაციას.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, „ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ახლა მოხდეს, ესაა დაძაბულობის ესკალაცია წმინდა ქალაქის გარშემო და რეგიონში, რადგან, რაც ხდება იერუსალიმში მნიშვნელოვანია როგორც მთელი რეგიონისთვის, ასე მსოფლიოსთვის“.
ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა საპროტესტო ტალღა მთელ მსოფლიოში.
ტრამპმა ასევე გასცა ბრძანება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს აშშ-ის საელჩოს გადატანის პროცესი თელ-ავივიდან იერუსალიმში. აშშ-ის პრეზიდენტმა ამას უწოდა „ნაბიჯი სამშვიდობო პროცესების წინ წაწევისთვის“ ისრაელსა და პალესტინელებს შორის.
იერუსალიმის დიპლომატიური სტატუსისა და აშშ-ის საელჩოს ადგილმდებარეობის შეცვლით ტრამპმა შეასრულა კონგრესისი მიერ 1995 წელს აღებული ვალდებულება, ე.წ. „იერუსალიმის საელჩოს აქტი“, რომელიც ავალდებუებს ფედერალურ ხელისუფლებას, გადაიტანოს თავისი საელჩო წმინდა ქალაქში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის პარლამენტი დაითხოვა
5 დეკემბერი, 2019 , 17:38

“რუსეთის ფედერაციის გამო დღეს მსოფლიო საშიში და ნაკლებად თავისუფალია“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა და სენატორებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს
4 დეკემბერი, 2019 , 10:55
აზიის განვითარების ბანკის ახალ პრეზიდენტად მასაცუგუ ასაკავა აირჩიეს
2 დეკემბერი, 2019 , 17:05

უკრაინელ ი დეპუტატის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მისი სამი წლის შვილი ემსხვერპლა
2 დეკემბერი, 2019 , 10:20
$ 4 348 400 000 - აშშ-ის ფინანსური დახმარება საქართველოს, 28 წლის განმავლობაში
29 ნოემბერი, 2019 , 17:25

ერაყში ანტისამთავრობო გამოსვლებისას 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
29 ნოემბერი, 2019 , 16:55