უახლესი ამბები
არქივი
მსოფლიო

დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთიდან იმპორტზე დაწესებული ტარიფები ძალაში შევიდა, პეკინი საპასუხო ტარიფებს აწესებს
დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთიდან იმპორტზე დაწესებული ტარიფები ძალაში შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე დაწესებული 10%-იანი ტარიფები ძალაში თბილისის დროით 09:01-ზე შევიდა.
პეკინი კი აშშ-დან იმპორტირებულ ზოგიერთ პროდუქტზე, მათ შორის ნედლ ნავთობზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და თხევად ბუნებრივ გაზზე, საპასუხო ტარიფებს აწესებს, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა.
ტელეკომპანიის ცნობით, ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ზომები გულისხმობს 15%-იანი ტარიფის დაწესებას ქვანახშირსა და თხევად ბუნებრივ აირზე და 10%-იან ტარიფს - ნედლ ნავთობზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე, დიდგაბარიტიან ავტომობილებსა და პიკაპებზე.
აღნიშნული ტარიფები 10 თებერვლიდან ამოქმედდება.
ცნობისთვის, მანამდე დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან და მექსიკის პრეზიდენტთან, კლაუდია შეიბნაუმთან საუბრის შემდეგ კანადისა და მექსიკისთვის 25%-იანი ტარიფების დაწესება 30 დღით შეაჩერა.

პუტინს სურს უკრაინაში ადამიანები აღარ იღუპებოდნენ - დონალდ ტრამპი
9 თებერვალი, 2025 , 13:28
USAID-ის მკვლელობა არის ყველგან ავტოკრატების გამარჯვება - სამანტა პაუერი
9 თებერვალი, 2025 , 13:00
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს მთავრობის მიერ „უცხოური გავლენის“ კანონის ცვლილებაზე უარის გამო - ევროპის საბჭო
8 თებერვალი, 2025 , 09:48

ალბათ შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის მომავალ კვირას და სავარაუდოდ, პრეზიდენტ პუტინთანაც ვისაუბრებ - დონალდ ტრამპი
8 თებერვალი, 2025 , 09:21

ბრძოლის დასრულების შემდეგ ღაზას სექტორი ისრაელის მიერ შეერთებულ შტატებს გადაეცემა - დონალდ ტრამპი
6 თებერვალი, 2025 , 17:29

13 თებერვალს ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს - რიკარდ იოზვიაკი
5 თებერვალი, 2025 , 14:53