უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

7 დეკემბერი, 2017 10:45
font-size

დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა საპროტესტო ტალღა მთელ მსოფლიოში.

ტრამპმა ასევე გასცა ბრძანება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს აშშ-ის საელჩოს გადატანის პროცესი თელ-ავივიდან იერუსალიმში. აშშ-ის პრეზიდენტმა ამას უწოდა „ნაბიჯი სამშვიდობო პროცესების წინ წაწევისთვის“ ისრაელსა და პალესტინელებს შორის.

ტრამპმა სიმშვიდისკენ მოუწოდა რეგიონში, თუმცა არ წყდება საპროტესტო აქციები პალესტინელების ლტოლვილთა ბანაკში იორდანიის დედაქალაქ ამანში, ასევე ღაზასა და აშშ-ის საელჩოს წინ სტამბულში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის წარმომადგენლობას სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გაუგზავნა გაფრთხილება უსაფრთხოების ნორმების გაძლიერების შესახებ.

იერუსალიმის დიპლომატიური სტატუსისა და აშშ-ის საელჩოს ადგილმდებარეობის შეცვლით ტრამპმა შეასრულა კონგრესისი მიერ 1995 წელს აღებული ვალდებულება, ე.წ. „იერუსალიმის საელჩოს აქტი“, რომელიც ავალდებუებს ფედერალურ ხელისუფლებას, გადაიტანოს თავისი საელჩო წმინდა ქალაქში.

იერუსალიმის სტატუსი ერთ-ერთი გამოწვევაა ისრაელ- პალესტინას კონფლიქტში. პალესტინელები მიიჩნევენ, რომ იერუსალიმის აღმოსავლეთი ნაწილი მათი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქი უნდა გახდეს.

ტრამპის განცხადებას მსოფლიო ლიდერებიც გამოეხმაურნენ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თერეზა მეიმ თქვა, რომ ეს აღიარება არ უშველის რეგიონში სიმშვიდის დამყარებას, და არ აპირებს, იგივე გააკეთოს. აშშ-ის ნაბიჯი გააკრიტიკეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

იორდანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ტრამპის აღიარება ფიქტიურია, რადგან ამით აშშ აღიარებს ისრაელის მიერ აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპაციას. თურქეთმა ტრამპის გადაწყვეტილება უპასუხისმგებლო უწოდა.

ანა მებურიშვილი

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა - Fox News

6 ნოემბერი, 2024 , 11:25

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. Fox News-ის ცნობით, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩ

მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ ლიდერობს

4 ნოემბერი, 2024 , 11:00

წინასწარი შედეგებით, მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმ

იაპონიის მმართველმა კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

28 ოქტომბერი, 2024 , 11:47

იაპონიის მმართველმა კოალიციამ, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ხელმძღვანელობით, პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. მმართველმა კოალიციამ 215 მანდატი მოიპოვა, რაც ბევრ

ემანუელ მაკრონი ახლო აღმოსავლეთში ყველა მხარეს მოუწოდებს „მაქსიმალური თავშეკავებისკენ“

2 ოქტომბერი, 2024 , 13:30

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელზე ირანის მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა დაგმო, ამავდროულად მოუწოდა ისრაელს, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია ლიბანში. როგორც ფრანგული მედია წერს, მაკრონმა საფრანგეთის

ისრაელში მომხდარი სროლისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა - საგარეო უწყება

2 ოქტომბერი, 2024 , 12:50

ისრაელში, ქალაქ იაფაში მომხდარი სროლისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს. უწყების ცნობით, იგი კლინიკაში გარდაიცვალა. ადგილზე ჩავიდა კონსული. სამინისტროში ასევე ამ

ისრაელი და ჰეზბოლა ახალი დარტყმების შესახებ იუწყებიან

2 ოქტომბერი, 2024 , 12:42

ისრაელზე ირანის სარაკეტო შეტევიდან რამდენიმე საათის შემდეგ, დღეს, 2 ოქტომბერს, ისრაელის არმიამ მორიგი იერიში მიიტანა ჰეზბოლას ობიექტებზე ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ამ